სერჟინიო დესტით 4 კლუბი ინტერესდება
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სერჟინიო დესტით ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე 4 კლუბი ინტერესდება, თუმცა, მას "ბარსელონას" დატოვება არ სურს.
ერთ-ერთი გრანდი, რომელსაც ამერიკელი ფეხბურთელის შეძენა უნდა, მიუნხენის "ბაიერნია". ასევე, ბენ ჩილუელის სერიოზული ტრავმის გამო, სერჟინიოს მიმართ ინტერესს ლონდონის "ჩელსი" გამოხატავს. დანარჩენი 2 მსურველის ვინაობა უცნობია.
გავრცელებული ცნობების თანახმად, დესტი ჩავი ერნანდესის გეგმებში არ შედის, რის გამოც, კატალონიელები მზად არიან, სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში მას შეელიონ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]