ოფიციალურად: ერიკ გარსიას 5 კვირა გაუცდება
რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონამ" ერიკ გარსიას ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა და პესიმისტური მოლოდინები გამართლდა. ახალგაზრდა ესპანელი, რომელიც დღეს იუბილარია, გუნდს დაახლოებით 5 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
21 წლის ფეხბურთელმა ტრავმა გუშინ, "გრანადასთან" გამართული შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისში მიიღო. მას მარჯვენა ბარძაყის დაზიანება აქვს.
ამჟამად ტრავმირებულია კიდევ ერთი ცენტრალური მცველი რონალდ არაუხო და ესპანეთის სუპერ თასზე "რეალთან" მისი თამაში საეჭვოა. ეს ნიშნავს, რომ ჩავის დაცვის ცენტრში პიკესა და ლანგლეს წყვილის დაყენება მოუწევს.
ლაზარეთში ასევე არიან ბრეითუეიტი, სერჟი რობერტო, პედრი, ფატი და ფრენკი დე იონგი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]