ელ კლასიკოსთვის რეალის განაცხადი ცნობილია

ელ კლასიკოსთვის რეალის განაცხადი ცნობილია

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ბარსელონასთან" მატჩისთვის გუნდის 24-კაციანი განაცხადი დაასახელა.

"სამეფო კლუბს" სერიოზული დანაკლისი არ აქვს. გუნდს მარჯვენა მცველი დანი კარვახალი დაუბრუნდა. მადრიდელებს მხოლოდ შემტევი ფეხბურთელები, გარეთ ბეილი და მარიანო დიასი აკლიათ, რომლებიც ძირითადის წევრები ისედაც არ არიან.

"რეალის" განაცხადი ასეთია:

მეკარეები: კურტუა, ლუნინი, ფუიდიასი.

მცველები: კარვახალი, მილიტაო, ალაბა, ვალიეხო, ნაჩო, მარსელო, მენდი.

ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ვალვერდე, ვასკესი, სებალიოსი, ისკო, კამავინგა.

თავდამსხმელები: აზარი, ბენზემა, ასენსიო, იოვიჩი, ვინისიუსი, როდრიგო.

"ბარსასა" და "რეალის" შეხვედრა ოთხშაბათს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #8 10 იანვარი 2022 20:19
    3
    სავარაუდოთ დაგვაგლიჯავენ ბურთს თავზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 10 იანვარი 2022 19:41
    1
    ციტატა: MSN G.O.A.T
    ვინმემ ამიხსენით რა პრინციპით ტარდება ეს სუპერთასი

    ადრე თასის გამარჯვებული ხვდებოდა ლა ლიგის გამარჯვებულს. ახლა ამ 2 გუნდს დაუმატეს ლა ლიგის მეორე და მესამე ადგილოსანიც. ერთი თამაშის ნაცვლად ახლა ტარდება 3. ორი ნახევარფინალი და ერთი ფინალი. მეტი მატჩი-მეტი არაბული ფული. ესაა პრინციპი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 10 იანვარი 2022 18:11
    0
    ციტატა: MSN G.O.A.T
    ვინმემ ამიხსენით რა პრინციპით ტარდება ეს სუპერთასი

    პრინციპი მარტივია მეტი თამაში, მეტი ფული. მაგრამ ის რომ რეალი არც ჩემპიონი არ ყოფილა და არც თასი არ აუღია ისევე როგორც ბილბაოს არავის აინტერესებს. ეხლა მათ შანსი აქვთ ერთი უკანონო ტიტული აიღონ. რომელსაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ჩემპიონსა და თასის მფლობელს შორის ათამაშებენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 იანვარი 2022 17:30
    1
    nikusha,
    ფულის პრინციპით
    Culé [?]
    #4 10 იანვარი 2022 17:22
    7
    მოიგებენ 2 აზრი არ მაქვს სამწუხარო რეალობა
    ფანი [?]
    #3 10 იანვარი 2022 17:19
    0
    ვინმემ ამიხსენით რა პრინციპით ტარდება ეს სუპერთასი
    Culé [?]
    #2 10 იანვარი 2022 17:11
    2
    დიდი ალბათობით ამ სასტავით გამოვლენ:

    კურტუა
    ვასკესი-მილიტაო-ალაბა-მენდი
    კროოსი-კაზემირო-მოდრიჩი
    ასენსიო-ბენზემა-ვინიციუსი


    ასენსიო-როდრიგო
    ვასკესი-კარვახალი
    მოდრიჩი-ვალვერდე
    კროოსი-კამავინგა
    მენდი-ნაჩო
    [ვინიციუსი-აზარი]
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 იანვარი 2022 17:06
    12
    აშკარად ჩვენზე ძლიერი გუნდია რეალი, შემადგენლობითაც და ფორმითაც, თუმცა ვნახოთ. სული და გული უნდა დადონ ბიჭებმა მოედანზე და რაღაც აუცილებლად გამოვა. ვივა ბარსა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.