სერჟინიო დესტი წასვლას არ გამორიცხავს
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სერჟინიო დესტს "ბარსელონას" შემადგენლობაში ადგილის მოპოვების სურვილი კვლავაც აქვს, თუმცა, ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის შეცვლასაც არ გამორიცხავს.
ბოლო პერიოდია, სერჟინიო სათამაშო დროს ვერ იღებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკელი ჩავი ერნანდესმა "რეალთან" მატჩისათვის განაცხადს მიღმა დატოვა.
დესტს შემოთავაზებები ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარაზე გუნდებისაგან აქვს, მათ შორის არიან "ჩელსი" და "ბაიერნი".
კლუბის ეკონომიკური მდგომარეობის გათავლისწინებით, სახელფასო ხარჯების შემცირების მიზნით სერჟინიოს იანვარში გაშვება ცუდი იდეა ნამდვილად არ ჩანს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]