ბარსას ლეგენდები ჟირონასთან დამარცხდნენ
კოსტა ბრავას თასის 44-ე გათამაშებაში ერთმანეთს "ბარსელონასა" და "ჟირონას" ლეგენდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა "ჟირონას" გამარჯვებით, ანგარიშით, 2-0 დასრულდა.
მატჩი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. შემოსული თანხა ამიოტროფული ლატერალური სკლეროზით დაავადებულ ადამიანებს მოხმარდებათ.
სწორედ ეს დაავადება აქვს ხუან კარლოს უნსუეს, რომელიც როგორც "ბარსელონასთვის", ასევე "ჟირონასთვის" კარგად ნაცნობი ადამიანია. უნსუე ჯერ "ბარსას" მეკარე, შემდეგ კი, ლუის ენრიკეს დროს, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. "ჟირონა" კი მის სამწვრთნელო კარიერაში ბოლო კლუბია.
შეხვედრის MVP, სიმბოლურად, უნსუე გახდა, რომელმაც ჯილდო საზეიმო ვითარებაში მიიღო.
"ბარსას" მხრიდან მატჩში მონაწილეობდნენ: სერჟი ბარჟუანი, გილერმო ამორი, ანდონი გოიკოეჩეა, ხუან კარლოს მორენო, ხოფრე მატეუ, ხუან კარლოსი და ხესუს მარიანო ანგოი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 2 ]