აიაქსმა ტალიაფიკოს ფასი დაასახელა
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" იანვარში მარცხენა მცველის შეძენა უნდა. "ბლაუგრანასთვის" ერთ-ერთი ვარიანტი ამსტერდამის "აიაქსის" ფეხბურთელის, ნიკოლას ტალიაფიკოს დამატებაა.
TyC Sports-ის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, "აიაქსმა" ტალიაფიკოს ფასი დაადო. ნიდერლანდელები განაპირა მცველში 7 მილიონ ევროს ითხოვენ.
წყაროს ცნობით, 29 წლის არგენტინელი მოთამაშის შეძენის სურვილს "მარსელი" და "ნაპოლიც" გამოთქვამენ.
ტალიაფიკომ მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 14 მატჩში მიიღო. მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]