უსმან დემბელე ბილბაოსთან არ ითამაშებს
"ბარსელონას" შემტევი უსმან დემბელე დღეს გუნდის განაცხადში არ მოხვდება, თუმცა, ამჯერად ამის მიზეზი ტრავმა არ იქნება. ფრანგი სრულიად ჯანმრთელია.
Sport-ის ჟურნალისტის, ტონი ხუანმარტის ცნობით, დემბელე დღევანდელი მატჩის განაცხადიდან მოკვეთეს. ის ბილბაოში გუნდთან ერთად არ გაემგზავრება და შესაბამისად, თამაშს გამოტოვებს.
როგორც ჩანს, კონტრაქტთან დაკავშრებით არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო კლუბმა უსმანის დასჯა გადაწყვიტა.
"ბილბაოსთან" მატჩის განაცხადი ცნობილი მალე გახდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]