ჩავი ალავესთან ფორმაციის შეცვლას აპირებს
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი, "ალავესთან" დღევანდელ შეხვედრაში 3-4-3 წყობის გამოყენებას გეგმავს.
ცვლილების მიზეზი ისაა, რომ ჩავის ვეტერანი ფლანგის მცველების დასვენება უნდა. ჟორდი ალბას მცირე დაზიანება აქვს, დანი ალვესმა კი ბოლო მატჩებში დიდი დატვირთვა მიიღო და გადაიღალა.
მარჯვენა ფრთაზე გუნდს სავარაუდოდ სერჟინიო დესტი დაეხმარება, ალბას შემცვლელის ვინაობა კი ცნობილი არ არის.
"ბლაუგრანას" დამრიგებელმა ეს ფორმაცია უკვე რამდენიმეჯერ გამოიყენა. ბოლოს ეს "ლინარესთან" კოპა დელ რეის მატჩში მოხდა, რომელიც "ბარსამ" 2-1 მოიგო.
დღეს გამარჯვების შემთხვევაში "ბარსელონა" 35 ქულას დააგროვებს, რაც სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე მყოფი მადრიდის "ატლეტიკოს" მონაგარზე 1 ქულით ნაკლები იქნება. ამ მომენტისთვის კატალონიელები ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებენ, თუმცა მათზე მაღლა მყოფ "ბეტისსა" და "ვილიარეალს" ორით მეტი შეხვედრა აქვთ ჩატარებული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]