რომერო: სისოკოსა და ბარსელონას შორის შეხვედრა დაგეგმილი არ არის
ესპანელი ჟურნალისტი, ჟერარ რომერო, აცხადებს, რომ "ბარსელონასა" და უსმან დემბელეს აგენტს, მუსა სისოკოს, შორის შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სისოკომ კლუბთან შეხვედრა ითხოვა, იგი დღეს კატალონიაშიც ჩაფრინდა. რომეროს ცნობით, კლუბში ამ ინფორმაციას უარყოფენ.
მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, მატეუ ალემანიმ დემბელეს "ბლაუგრანას" დატოვებისკენ საჯაროდ მოუწოდა. კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ ფრანგი იანვარშივე გაუშვას. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 6 დღე რჩება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]