ოლივერ კანი ადასტურებს: ნიკლას ზიულე ბაიერნს დატოვებს
"ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი, ოლივერ კანი ადასტურებს, რომ "ბარსას" "ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე, ნიკლას ზიულე ზაფხულში "რეკორდმაისტერს" დატოვებს:
ნიკლასთან მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდა. მას ახალი ხელშეკრულება შევთავაზეთ, თუმცა, ფეხბურთელმა ჩვენი წინადადება არ მიიღო. მას ზაფხულში წასვლა სურს.
ვფიქრობ, ზიულეს ძალიან კარგი შეთავაზებით მივმართეთ, მაგრამ ზოგჯერ შეთანხმებას ვერ აღწევ. სეზონის ბოლომდე მისგან კარგი თამაში ჯერ კიდევ გვჭირდება.
ბოლო პერიოდში გერმანელ უკანახაზელს "ბარსელონას" ხშირად უკავშირებენ. გავრცელებული ცნობების თანახმად, ნიკლასისთვის ბრძოლაში "ბლაუგრანა" ფავორიტი არაა, თუმცა, დაცვის ხაზის გასაძლიერებლად, კატალონიელები მას ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]