ბენფიკა ბარსელონასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა
პორტუგალიური "ბენფიკა" გუნდის მარცხენა მცველის, ალექს გრიმალდოს ტრანსფერის თაობაზე "ბარსელონასთან" მოლაპარაკებების გამართვაზე თანახმაა.
Sport-ის ინფორმაციით, "ბენფიკა" მზადაა, გრიმალდო გამოსყიდვის ვალდებულებით იჯარით გაუშვას. პორტუგალიელები მუდმივ ტრანსფერზეც თანახმანი არიან.
წყაროს ცნობით, გრიმალდოს "ბარსაში" დაბრუნება უნდა.
იგივე წყარო იტყობინება, რომ 26 წლის ესპანელის ტრანსფერში "ბლაუგრანამ", შესაძლოა, რომელიმე ფეხბურთელი ჩართოს. "ბენფიკას" ოსკარ მინგესა, რიკი პუჩი და ალეხანდრო ბალდე მოსწონს.
კატალონიელი ჟურნალისტი ალბერტ როგე წერს, რომ "ბარსამ" გრიმალდოზე უფლებების 15% შეინარჩუნა. ეს ნიშნავს, რომ "ბლაუგრანა" მისი შეძენის შემთხვევაში გარკვეულ თანხას დაზოგავს.
გრიმალდო "ბარსელონას" აღზრდილია. ის 2011-2015 წლებში "ბარსელონა ბ-ში" თამაშობდა. ალექსმა კატალონიელთა სარეზერვო გუნდში 92 მატჩი ჩაატარა და 6 გოლიც გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]