ობამეიანგი ბარსაში, შესაძლოა, დემბელეს დარჩენის შემთხვევაშიც გადმოვიდეს

ობამეიანგი ბარსაში, შესაძლოა, დემბელეს დარჩენის შემთხვევაშიც გადმოვიდეს

The Athletic-ის ინფორმაციით, პიერ-ემერიკ ობამეიანგის "ბარსელონაში" ტრანსფერი უსმან დემბელეზე არაა დამოკიდებული - ის კლუბს, შესაძლოა, მაინც შეუერთდეს.

ამავე წყაროს თანახმად, "ბარსა" 32 წლის ფეხბურთელის სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანასთან დაკავშირებით "არსენალთან" შეთანხმებას უახლოვდება. კონტრაქტში იჯარის საფასური ან გამოსყიდვის უფლება/ვალდებულება არ იქნება შეტანილი.

"ატლეტიკოს" მაღალი მოთხოვნების გამო ალვარო მორატას შეძენის გამორიცხვის შემდეგ, ობამეიანგი შეტევის გასაძლიერებლად "ბლაუგრანას" მთავარი სამიზნეა.

გავრცელებული ცნობებით, ობას გადაბირება არაბულ "ალ-ნასრსაც" სურს, მაგრამ ფეხბურთელის პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა. თანაც, ცნობილი ფაქტია, რომ გაბონელი ლა ლიგაში თამაშზე დღემდე ოცნებობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 31 იანვარი 2022 15:16
    0
    ერთი დღე დარჩა რისი იმედი აქვთ ვერ ვხვდები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 31 იანვარი 2022 01:06
    0
    ერთ დროს თანაგუნდელები ერთმანეთს უშლიან ხელს.
    Davita
    სტუმარი [?]
    #4 30 იანვარი 2022 20:18
    0
    ამდენი შემტევის მოყვანას არ ჯობდა ერთი მოეყვანათ და წესიერი?
    torniket
    სტუმარი [?]
    #3 30 იანვარი 2022 19:40
    0
    ეს რეალის ფანი ხო იყო?
    შეიძლება ისე ქნან რო ხელფასი არ გადაუხადონ ან ძაან ცოტა გადაუხადონ და იჯარა გადაიხადონ ცოტა მეტი, არსენალისთვის ერთი და იგივე იქნება…
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 იანვარი 2022 18:42
    1
    გუშინ დემბელეს წამსირებაზე იყო დამოკიდებული დღეს აღარ ვისა აქ შიგ? მაგ რაღცეებით უნდა დემბელეს გაგდება ლაპორტას ჯერ კიდე ვერ გაუცვნია როგორც ჩანს. ან თავიდანვე მკაცრად უნდა მოქცეოდა ან ბოლომდე შეძრომოდა პოჭოში როგორც თავიდან დაიწყო
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #1 30 იანვარი 2022 18:40
    2
    ოღონდ დემბეკე მოგვშორდეს რაიქნება