პიერ-ემერიკ ობამეიანგი ბარსელონაშია
გაბონელი ფეხბურთელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი კატალონიაში იმყოფება, იტყობინება ჟერარ რომერო.
რამდენი წუთის წინ, ობამეიანგი ბარსელონაში ჩაფრინდა. აეროპორტში მას ჟურნალისტები დახვდნენ.
Cadena SER იტყობინება, რომ ამ მომენტისთვის, ლა ლიგის სახელფასო რეგულაციების მიხედვით, "ბარსელონას" 2 მილიონი ევროს გამოყენების უფლება აქვს. ჩავი ობამეიანგს უკვე ესაუბრა. ფეხბურთელი მზადაა, რომ ანაზღაურება, რომელიც "არსენალში" ჰქონდა, მნიშვნელოვნად შეიმციროს.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ფაბრიციო რომანო. იგი ამბობს, რომ ობამეიანგის დასარეგისტრირებლად "ბარსას" ფეხბურთელების გაშვება სჭირდება.
პრობლემის გადაჭრის შემთხვევაში, ობამეიანგი "ბლაუგრანას" 6-თვიანი იჯარით შეუერთდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]