21:45 | ობამეიანგი ჯერ კიდევ ბარსელონაშია და სიახლეებს ელის - ფეხბურთელი ლონდონში არ გამგზავრებულა | ჟოზეპ სოლდადო
21:51 | ობამეიანგის წარმომადგენელი მატეუ ალემანისთან ერთად სიუტატ ესპორტივას ოფისში იმყოფება - მხარეები გამოსავალს ეძებენ | COPE
22:00 |კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალური საიტი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ინიაკი პენია "გალათასარაიში" ითამაშებს.
22:10 | ჩელსიმ უსმან დემბელეს შემოთავაზებით კიდევ ერთხელ მიმართა. | Sky Sports
22:12 | რაფა იუსტე დემბელესთან დაკავშირებით: "დრო კიდევ დაგვრჩა" | MD
🔥22:15 | ჟოან ლაპორტა: "ობამეიანგმა არსენალთან არსებული პრობლემები უნდა მოაგვაროს და კონტრაქტის სწორი პირობები შექმნას",
22:20 | ბარსას და ჩელსის შორის მოლაპარაკებები გრძელდება. ორივე გუნდი დარწმუნებულია, რომ დარჩენილ დროში საქმის მოგვარება რთული იქნება, თუმცა ისინი მაინც ცდილობენ. |
MCTorresA
🔥22:20 | ჟოან ლაპორტა: "ჩვენ ობამეიანგის შეძენა გვინდა. სიტუაცია რთულადაა, თუმცა იმედი არსებობს".
🔥22:41 | მატეუ ალემანი, ჟორდი კრუიფი და პიერ-ემერიკ ობამეიანგის წარმომადგენელი - ეულოგიო ბოტასი სიუტატ ესპორტივას ოფისში იმყოფებიან. ასევე, თავის ძმასა და ასისტენტთან, ოსკარ ერნანდესთან ერთად ადგილზე მივიდა ჩავი ერნანდესი.
22:51 | ჟოან ლაპორტა: "დემბელეს შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალს ვეძებთ. რამდენიმე საათი რჩება, თუმცა ყველაფერს ბოლო წუთამდე ვეცდებით".
🔥 22:51 | ბარსელონამ საავადმყოფოს გადასცა, რომ ობამეიანგი სამედიცინო შემოწმების გასავლელად მივა. |
@victor_nahe
23:01 | ბარსელონა ობამეიანგის შეძენასთან დაკავშირებით კვლავ ოპტიმისტურად გნეწყო. | jugones
23:05 | ლაპორტა: ". რაც შეეხება უსმანს, რამდენიმე შეთავაზება გვაქვს და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული".
🔥23:10 | ობამეიანგის ტრანსფერი რეალური გახდა. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ალემანმა საქმის მოგვარების თაობაზე აცნობა.
🔥23:13 | სამედიცინო ჯგუფი ობამეიანგისათვის სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად მზადაა. | @Benayadachraf
🔥23:27 | ობამეიანგის გაფორმება 90%-ით გადაწყვეტილია. | @albert_roge
🔥23:28 | ვერბალური შეთანხმება მიღწეულია - კლუბი ობამეიანგის 6-თვიან კონტრაქტს გაუფორმებს (1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით) @David_Ornstein
23:35 | უსმან დემბელეს შეძენას "ტოტენჰემი" ცდილობს. |
@ffpolo
🔥23:39 | ობამეიანგი ბლაუგრანას უფასოდ შეუერთდება და სახელფასო ფონდში წესების დასაცავად, ხელფასს საგრძნობლად შეიმცირებს. | @GuillemBalague
23:42 | თუ დემბელე ბარსას დატოვებს, კლუბში ობამეიანგის გარდა სხვა ახალწვეულებსაც უნდა ველოდოთ |
@gerardromero
🔥🔥23:46 | ობამეიანგი კლუბს უფასოდ შეუერთდება და არა იჯარის წესით. | @charles_watts
🔥🔥23:48 | არსენალი ობამეიანგის გაშვებაზე სავსებით თანახმაა. | Sky Sports
❌ 23:48 | უსმან დემბელემ ტოტენჰემის შეთავაზება უარყო. ფრანგი კლუბში ზაფხულამდე დარჩება. |
@fansjavimiguel
🔥🔥23:51 | ბარსელონა ობამეიანგისათვის ხელის მოსაწერად კონტრაქტს ამზადებს. | @FabrizioRomano
00:05 | ლა ლიგამ ბარსელონას ობამეიანგის რეგისტრაციის ნება დართო, მიუხედავად იმისა, წავა თუ არა უსმან დემბელე კლუბიდან. კლუბმა ლა ლიგასთან გაბონელის სათამაშო ნომერიც წარადგინა | @HelenaCondis
🔥🔥00:13| ჟოან ლაპორტა: "მატეუ ალემანი სასწაულებს ახდენს. დემბელე? მას საბოლოო არჩევანი მივეცით".
🔥🔥00:21 | ობამეიანგი 1,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასს საგრძნობლად შეიმცირებს. | @tjuanmarti
00:29 | ჟოან ლაპორტა, მასიპი, იუსტე და ჟორდი კრუიფი სასადილოდ გადიან.
00:38 | ოფიციალურად: "ბარსელონამ", სარეზერვო გუნდისთვის, "გრანადას" 20 წლის სენეგალელი ფეხბურთელი, ალფა დიონკუ იჯარით აიყვანა - სეზონის ბოლოს კლუბს მისი გამოსყიდვა შეეძლება.
00:49 | კლუბის ოფისში ამ წუთებში პიცა მიიტანეს. როგორც ჩანს, წინ გრძელი ღამე გველოდება. |
DavidIbanez5
🔥🔥01:02 | ობამეიანგმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა!! |@gerardromero
01:04 | ობამეიანგი სამედიცინო დაწესებულებაში უკანა კარით შევიდა, რათა ჟურნალისტები თავიდან აეცილებინა. | @VMalo8
01:10 | ჯამში, ობამეიანგმა, ბარსაში სათამაშოდ უარი, თითქმის, 30 მილიონზე თქვა. "არსენალში" დარჩენით, ის მიმდინარე სეზონში 8.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, შემდეგ წელს კი - 19 მილიონს | @VMalo8
01:34 | ობამეიანგს საავადმყოფო ჯერ არ დაუტოვებია. ჟურნალისტებმა უკანა კართან მისი მანქანა შენიშნეს, შესაბამისად, ხალხმრავლობისათვის თავის არიდება ფეხბურთელს ამჯერად ვერ გამოსდის. | @JugoneslaSexta
02:01 | ობამეიანგმა საავადმყოფო დატოვა და ახლა სიუტატ ესპორტივასაკენ მიემართება, რათა კონტრაქტზე ხელი მოაწეროს. | ReshadRahman_
02:41 | ობამეიანგი ჟოან ლაპორტასთან ერთად.
ოფიციალურად: ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა.
03:04 | ობამეიანგმა კონტრაქტი გააფორმა.
03:05 | შესაძლოა, ობამეიანგმა, პირველ რიგში, "არსენალთან" არსებული კონტრაქტი გაწყვიტოს, რისი წყალობითაც ის თავისუფალი აგენტი გახდება. შესაბამისად, "ბარსას" უფლება ექნება, გაბონელის შეძენა სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგაც დაადასტუროს | @antonmeana
03:01 | "ბარსელონა" უსმან დემბელესთან კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს განიხილავს | @tjuanmarti
კომენტარები [ 116 ]