ობამეიანგმა ბარსასთან კონტრაქტი უკვე გააფორმა
"ბარსელონას" პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა Mundo Deportivo იტყობინება, რომ გაბონელმა თავდამსხმელმა "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა.
წყაროს ცნობით, გუშინ 32 წლის შემტევმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან ხელშეკრულებაც გააფორმა.
კატალონიური გამოცემა ავრცელებს ფოტოსურათსაც, რომელზეც ჩანს, რომ ობამეიანგი "ბარსას" ხელმძღვანელების თანხლებით კონტრაქტს ხელს აწერს.
ეს ნიშნავს, "ბლაუგრანა" ობამეიანგის ტრანსფერს ოფიციალურად მალე დაადასტურებს. ივარაუდება, რომ ეს მომდევნო საათებში მოხდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]