Sport: არჩევანი ტრაორესა და ობამეიანგს შორის გაკეთდება
დღეს, "ბარსელონამ" UEFA-ს ტურნირებისთვის შემადგენლობა უნდა დაარეგისტრიროს.
UEFA-ს რეგულაციები კლუბებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემადგენლობის სამზე მეტი ფეხბურთელით გაძლიერების უფლებას არ აძლევს. შესაბამისად, ფერან ტორესს, დანი ალვესს, ადამა ტრაორეს და პიერ-ემერიკ ობამეიანგს შორის ერთ-ერთი ევროპა ლიგაზე თამაშს ვერ შეძლებს.
Sport-ი იტყობინება, რომ ჩავი ტორესს განაცხადში აუცილებლად შეიყვანს. სავარაუდოდ, ევროპა ლიგაზე ითამაშებს ალვესიც, რადგან დაცვის მარჯვენა ფლანგზე, მის გარდა, მხოლოდ სერჟინიო დესტია, რომელსაც ჩავი ნაკლებად ენდობა. შესაბამისად, არჩევანი ტრაორესა და ობამეიანგს შორის გაკეთდება.
ევროპა ლიგის 1/16-ფინალური მატჩის პირველი შეხვედრა "ნაპოლის" წინააღმდეგ 17 თებერვალს, "კამპ ნოუზე" გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]