ჟოან ლაპორტა ერლინგ ჰოლანდის შეძენაში დარწმუნებულია
"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა დარწმუნებულია, რომ ზაფხულში "დორტმუნდის" ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის შეძენას შეძლებს, იტყობინება Onda Cero-ს ჟურნალისტი ალფრედო მარტინესი.
მიუხედავად ამისა, ნორვეგიელი თავდამსხმელის დამატება, რა თქმა უნდა, რთულია, ამაში კი მთავარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გარანტია იქნება. "ბლაუგრანა" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო საკლუბო ტურნირზე უნდა მოხვდეს.
წყაროს ცნობით, ჰოლანდის ვერშეძენის შემთხვევაში "ბარსას" გეგმა B დუშან ვლაჰოვიჩი იყო, რომელიც ახლა უკვე გამორიცხულია, თუმცა, კატალონიურ კლუბს გეგმა C-ც აქვს - "სოსიედადის" შემტევი ალექსანდერ ისაკი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]