ბარსელონას მარსელო ბროზოვიჩის დამატება უნდა
"ბარსელონამ" თვალი "ინტერის" ხორვატ ნახევარმცველს, მარსელო ბროზოვიჩს დაადგა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. ამ ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.
იტალიური წყაროს ცნობით, "ბარსა" ბროზოვიჩს მოუწოდებს, რომ "ინტერთან" კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს და კატალონიურ გუნდს უფასოდ შეუერთდეს.
წყარო იტყობინება, რომ 29 წლის შუახაზელი ჩავი ერნანდესს სურს, თუმცა, "ნერაძური" მიიჩნევს, რომ ფეხბურთელი ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.
ბროზოვიჩი "ინტერის" საკვანძო ფეხბურთელია. მან მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 29 მატჩში მიიღო და ყველა მათგანში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]