მორატას ბოლო მცდელობა ბარსაში გადმოსასვლელად
ალვარო მორატას "ბარსელონაში" ტრანსფერი გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ვერ შედგა, მაგრამ ესპანელ თავდამსხმელს "ბლაუგრანაში" გადმოსვლის იმედი ზაფხულისთვის აქვს.
Sport-ის ინფორმაციის თანახმად, მორატამ "ბარსელონას" აცნობა, რომ სურს, კატალონიურ გუნდს ზაფხულში შეუერთდეს. 29 წლის შემტევი ჩავი ერნანდესის პროექტში დარწმუნებულია და მას უნდა, რომ ამის ნაწილი იყოს.
წყაროს ცნობით, მორატა დამწუხრებულია იმის გამო, რომ იანვარში მისი "ბლაუგრანაში" ტრანსფერი ვერ განხორციელდა.
იგივე წყარო იტყობინება, რომ ალვარო ზაფხულში შეთავაზებებს დაელოდება, მაგრამ მისი პრიორიტეტი, თუ შესაძლებელი იქნება, "ბარსელონაში" თამაშია.
გავრცელებული ინფორმაციით, მორატა "ბარსაში" "ატლეტიკომ" არ გაუშვა, თუმცა, Tuttosport-ის ცნობით, მადრიდელები მომდევნო სეზონში მის შენარჩუნებას არ აპირებენ. ესპანელის გაფორმებას არც "იუვენტუსი" აპირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]