პიერ-ემერიკ ობამეიანგის პრეზენტაცია
კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეული, პიერ-ემერიკ ობამეიანგი პრეზენტაციაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს:
ჩემთვის დიდი პატივია, რომ "ბარსას" ისტორიაში პირველი გაბონელი ფეხბურთელი ვიქნები. შემიძლია, 5 ენაზე ვისაუბრო. ეს ენებია: ფრანგული, იტალიური, ესპანური, ინგლისური და გერმანული.
შემიძლია, გუნდს გოლების გატანაში დავეხმარო. გუნდელებისათვის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ.
"ბარსელოანში" თამაში მთელი გულით მინდოდა. საქმეების მოგვარება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთებამდე მივიყვანეთ, რადგან "არსენალთან" გარკვეული პრობლემები შემექნა. ყველაფრის მიუხედავად, ახლა აქ ვარ.
ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა, პრეზიდენტს ნდობისათვის დიდი მადლობა გადავუხადო. მე სწრაფი შემტევი ვარ, ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ბევრი გოლის გატანას მოვახერხებ.
მცირე პერიოდია, არ მითამაშია, თუმცა, ჩემს გონებაში ყველაფერი ცხადია. ვიმედოვნებ, რომ ნელ-ნელა სათამაშო დროს მივიღებ.
"ბარსა" დიდებული კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ჩემპიონატში დავბრუნდეთ.
უსმან დემბელე? ის კარგად ვარჯიშობს და ვიმედოვნებ, რომ კლუბი სწორ გამოსავალს მოძებნის.
სიმართლე გითხრათ, ესპანეთის ჩემპიონატში ასპარეზობაზე ყოველთვის ვოცნებობდით, ეს ჩემი ცხოვრების საჩუქარია.
"რეალი"? როცა ბავშვი ხარ, ოჯახში გეუბნებიან, რა უნდა აკეთო. ვფიქრობ, ბაბუაჩემი, სადაც არ უნდა იყოს ის, ჩემი "ბარსელონაში" ხილვით ბედნიერი იქნება.
"ბლაუგრანაში" ყველა მოთამაშეს ადაპტაციის გავლა უწევს. გუნდი ძალიან მაღალ დონეზეა, რითაც უნდა ვისარგებლო. ამ კლუბისთვის თამაში დიდი პატივი და ოცნების ახდენაა. გუნდისთვის ყველაფერს გავიღებ.
ობამეიანგის პრეზენტაციაზე კომენტარს პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტაც აკეთებს:
ჩვენ ვარსკვლავი მოვიყვანეთ, რომელმაც აქ გადმოსასვლელად დიდი ძალისხმევა გაიღო. ობამეიანგის მოყვანით გუნდი ძალიან გავაძლიერეთ და სატრანსფერო ფანჯარა კარგად დავასრულეთ.
ჰოლანდი? დღეს, ობას გამო დაკავებულნი და აღფრთოვანებულები ვართ. ის "ბარსას" მაისურით ბევრ გოლს გაიტანს. ივნისში ტრანსფერების განხორციელებას შევეცდებით - სწორ გზაზე ვდგავართ.
ჩვენი მიზანი ლა ლიგისა და ევროპა ლიგის მოგებისათვის ბრძოლაა.
ჟორდი კრუიფის კომენტარი:
ბოლო დროს სატრანსფერო ბაზარზე ვიყავით ფოკუსირებულნი, თუმცა, ახლა, ფეხბურთელების კონტრაქტების გახანგრძლივებაზე მუშაობას დავიწყებთ.
— Actualité - Barça (@ActualiteBarca) February 3, 2022
💙❤️ @Auba takes his first steps onto the Camp Nou pitch pic.twitter.com/IrUs3brB1Z
— FC Barcelona (@FCBarcelona) February 3, 2022
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]