ატლეტიკოსთან მატჩის განაცხადი ცნობილია
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "ატლეტიკოსთან" ხვალ გასამართი მატჩისთვის გუნდის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა.
როგორც მოსალოდნელი იყო, განაცხადში დაბრუნდა დემბელე. "ატლეტიკოსთან" შეხვედრას გამოტოვებენ დეპაი, ფატი, ლანგლე, რობერტო, უმტიტი და გარსია, რომლებიც ტრავმირებულები არიან. განაცხადში პირველად მოხვდნენ ახალწვეულები - ტრაორე და ობამეიანგი.
"ბლაუგრანას" განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, არაუხო, ბუსკეტსი, პუჩი, დემბელე, ალვესი, ტრაორე, ბრეითუეიტი, ნეტუ, ნიკო, პედრი, ლ. დე იონგი, ალბა, ტორესი, ფ. დე იონგი, მინგესა, ობამეიანგი, ჟუტგლა, გავი, ეზალზული, ტენასი.
"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირება ხვალ 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]