ბარსას უახლოეს მომავალში ასპილიკუეტასა და კრისტენსენის გაფორმება უნდა
Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" მომდევნო სეზონისთვის დაცვის გაძლიერებას "ჩელსის" მცველებით, 32 წლის სესარ ასპილიკუეტათი და 25 წლის ანდრეას კრისტენსენით გეგმავს.
ასპილიკუეტასა და კრისტენსენის "ლურჯებთან" მოქმედი კონტრაქტების ვადა ზაფხულში იწურება და ისინი თავისუფალი აგენტები ხებიან.
"ბარსასთვის" უკანახაზის გაძლიერება თავისუფალი სტატუსის მქონე ფეხბურთელებით მნიშვნელოვანია, რადგან კატალონიელები ზაფხულში ბიუჯეტის დიდი ნაწილის გამოყოფას ახალი თავდამსხმელისთვის აპირებენ.
Sport-ის ცნობით, "ბლაუგრანამ" ასპილიკუეტასთან 3-წლიანი კონტრაქტი, ფაქტობრივად, უკვე შეთანახმა. ესპანელი "ლურჯ-ბროწეულისფერებს" სიამოვნებით შეუერთდებოდა.
რაც შეეხება კრისტენსენს, "ბარსელონამ" რამდენიმე კვირის მასთან მოლაპარაკებები შეაჩერა და სხვა კანდიდატებზე გადაერთო, თუმცა ბოლო დღეებში კატალონიურ კლუბი დანიელს ისევ მიუბრუნდა. სხვადასხვა ვარიანტი ანდრეასსაც ჰქონდა, მაგრამ მას თავად მაინც "ბარსაში" გადმოსვლა სურს.
კატალონიური წყარო იტყობინება, რომ "ბარსელონამ" მათ შეთავაზებები უკვე გაუკეთა და კლუბი პასუხს მომდევნო კვირაში ელოდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]