ბარსამ ასპილიკუეტას ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, კრისტენსენთან მოლაპარაკებები გრძელდება

ბარსამ ასპილიკუეტას ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, კრისტენსენთან მოლაპარაკებები გრძელდება

"ბარსელონა" "ჩელსის" უკანახაზელების, სესარ ასპილიკუეტასა და ანდრეას კრისტენსენის დამატებაზე მუშაობას განაგრძობს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბლაუგრანამ" ""ლურჯების"" კაპიტანს ოფიციალური შეთავაზება უკვე გაუკეთა. ფეხბურთელი "კამპ ნოუზე" თამაშის პერსპექტივით მოხიბლულია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ლონდონური კლუბისთვის ჯერ არ გაუმხელია. ჟურნალისტის თქმით, "ბარსა" 32 წლის უნივერსალის დამატებაში დარწმუნებულია.

რაც შეეხება კრისტენსენს, "ბარსელონა" დანიელ ცენტრალურ მცველთან მოლაპარაკებებს იანვრის შემდეგ აწარმოებს. კატალონიელთა გარდა, 25 წლის ფეხბურთელით "ბაიერნიც" ინტერესდება. რომანოს ცნობით, კრისტენსენის შეძენა დორტმუნდის "ბორუსიასაც" სურდა, თუმცა გერმანელებმა დანიელი მაღალი ხელფასის გამო დაიწუნეს.

"ჩელსის" უკანახაზელები სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტები ხდებიან, რაც "ბარსელონას" ინტერესის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 თებერვალი 2022 22:21
    3
    ესენი თუ მოვიყვანეთ, ლანგლე უმტიტი მინიმუმ გასაშვებები იქნებიან და შეიძლება სხვებიც მივაყოლოთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 თებერვალი 2022 20:01
    2
    ასპი ჩვენია,კრისტენსენი კიდე უეჭველი მოსაყვანია.დორტმუნდმა ზილე დაითრია.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid