Spotify Camp Nou - ბარსელონა 5 მილიონ ევროს მიიღებს

Spotify Camp Nou - ბარსელონა 5 მილიონ ევროს მიიღებს

RAC1-ის ინფორმაციით, Spotify-სთან გარიგების დადების შემდეგ, "ბარსელონას" საშინაო არენას "Spotify კამპ ნოუ" დაერქმევა.

შვედური კომპანია "კამპ ნოუს" სახელზე უფლებას რეკონსტრუქციის დაწყების შემდეგ მიიღებს. სავარაუდოდ, "ბლაუგრანას" საშინაო მატჩების ჩატარება, მინიმუმ, ერთი სეზონის განმავლობაში სხვა სტადიონზე მოუწევს. ვინაიდან ამ პერიოდში "კამპ ნოუ" ყურადღების ცენტრში არ იქნება, Spotify არენის სახელში 5 მილიონ ევროს გადაიხდის, რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ კი შვედებს სახელზე უფლების ქონის გახანგრძლივების ოფცია ექნებათ, რა თქმა უნდა, გაზრდილი საფასურის სანაცვლოდ.

ასევე, Spotify-ს წარწერა "ბარსელონას" მამაკაცთა და ქალთა საფეხბურთო გუნდის მაისურების წინა მხარეს და სავარჯიშო ფორმის უკანა მხარეს გამოჩნდება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #8 9 თებერვალი 2022 18:17
    0
    სტატია წაკითხული მაქ მაგრამ მაინც მიმაჩნია რომ ცოტაა, კამპ ნოუ ბარსას სტადიონია უკვე ძალიან დიდი ხნიდან და ძალიან iconic place არის, მანდ არ ითამაშებენ მაგრამ მაგათ სახელში რომ კომპანიის სახელიც იქნება გარეული მემგონი 5 ზე მეტი უნდა ღირდეს, აი რომ დამთავრდება კამპ ნოუს განახლება , მაშინ 40 ან 50 უნდა გადაიხადონ თუ უნდათ, ეს ჩემი აზრია და რაც გინდათ ის თქვით
    პავლოვიჩი56
    სტუმარი [?]
    #7 9 თებერვალი 2022 17:35
    0
    5 მილიონი ძალიან დიდი თანხაა,ძალიან. ამ თანხათ 5 ტრაილერი ანდალუსიური სემიჩკის-მზესუმზირის ყიდვა შეიძლება. stuck_out_tongue_winking_eye
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 9 თებერვალი 2022 16:33
    2
    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    5 ძაან ცოტაა და თან ასეთ მნიშვნელოვან რამეზე, 20 მინიმუმ უნდა იყოს

    ეტყობა 5 მილიონი თითო სოფელზეა გათვლილი. scream
    ლევან ზაზაძე
    სტუმარი [?]
    #5 9 თებერვალი 2022 15:30
    4
    5 მილიონს ფაქტიურად არაფერში იღებენ. რეკონსტრუქციის პერიოდში მაინც არ ჩატარდება თამაშები სტადიონზე. ლაპორტას ასწავლეთ ახლა ბიზნესი 😁 ხანდახან სტატიაც წაიკითხეთ მარტო სათაურებს რო კითხულობთ 😁
    Culé [?]
    #4 9 თებერვალი 2022 14:54
    3
    ციტატა: Futbol Club Barcelona
    ღადაობთ? 5 მილიონი რა არის? უეჭველი ფულს ტეხავს ლაპორტა და მაგიტო გაიქცა სასტავი შარში არ გავყოთ თავიო ციხის შეეშინდათ

    სტატია წაიკითხე მაინც? :დ
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #3 9 თებერვალი 2022 13:58
    4
    Giovanni,
    მარტო სათაურს კითხულობენ დდ
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #2 9 თებერვალი 2022 12:57
    0
    5 ძაან ცოტაა და თან ასეთ მნიშვნელოვან რამეზე, 20 მინიმუმ უნდა იყოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 თებერვალი 2022 11:59
    0
    იდეალურია,,ბეის ვარიანტია😄