შანსი სერჟინიო დესტს
გუნდს მომდევნო ორ შეხვედრაში დანი ალვესი ვერ დაეხმარება.
"ატლეტიკოსთან" მიღებული წითელი ბარათის გამო იგი "ესპანიოლთან" მატჩში დისკვლაფიცირებული იქნება, "ნაპოლისთან" კი ევროპა ლიგის განაცხადში არყოფნის გამო ვერ ითამაშებს. ამ სიტუაციაში შანსი სერჟინიო დესტს ეძლევა.
ჩავის დანიშვნის შემდეგ, ამერიკელმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. თავდაპირველად, მას ტრავმა აწუხებდა, მოშუშების შემდეგ კი მის ადგილას ალვესი გაჩნდა. ფაქტია, რომ ჩავი მას არ ენდობა და იანვარში საუბარი მის გაყიდვაზეც მიმდინარეობდა. დესტმა წასვლაზე უარი თქვა, რადგან სურს, საკუთარი შესაძლებლობები "ბარსელონაში" გამოავლინოს. "ესპანიოლთან" და "ნაპოლისთან" კარგი შანსი აქვს იმისათვის, რათა სიტუაცია შემოატრიალოს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მის წინაშე საკმაოდ რთული მისიაა. 38 წლის ალვესი დაბრუნებისთანავე გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. ასაკი თავდასხმასა და დაცვაში წინ და უკან სირბილის საშუალებას აღარ აძლევს, მაგრამ იგი ნახევარდაცვას მნიშვნელოვნად ეხმარება.
"ატლეტიკოსთან" გატანილი გოლით დანიმ 58-წლიანი რეკორდი მოხსნა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]