ბარსელონა გრემიოს 16 წლის ფეხბურთელს აკვირდება
"გრემიოს" 16 წლის ნახევარმცველი, ბრენო მელო "ბარსელონას" ინტერესთა სფეროშია, იტყობინება Globo Esporte.
ბრაზილიური გამოცემა წერს, რომ მელოს აგენტი, ფერნანდო მატოსი, კატალონიაში იმყოფებოდა და ჟოან ლაპორტას შეხვდა. შეხვედრას დეკუც ესწრებოდა, რომელიც "ბარსელონას" სკაუტია. მატოსმა "ბარსას" ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და "ატლეტიკოსთან" შეხვედრასაც დაესწრო.
ამჟამად, მელო "გრემიოს" 17-წლამდელთა გუნდში ასპარეზობს. მას ბრაზილიურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული, მისი გამოსასყიდი თანხა კი 40 მილიონ ევროს შეადგენს. იგი ბრაზილიაში ერთ-ერთ ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევა, რომელიც ბურთის კონტროლითა და დრიბლინგით გამოირჩევა. "ბლაუგრანამ" "გრემიოდან" ბოლოს არტურ მელო შეიძინა, რომელიც ორი წლის შემდეგ მირალემ პიანიჩში გაცვალა.
ბრუნო მელო ერთადერთ სამხრეთი ამერიკელი ფეხბურთელი არაა, რომელსაც "ბარსელონა" აკვირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]