ESPN ბარსელონას სატრანსფერო სამიზნეებზე

ESPN ბარსელონას სატრანსფერო სამიზნეებზე

ESPN-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" თითქმის დარწმუნებულია, რომ ზაფხულში სესარ ასპილიკუეტას თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებას შეძლებს.

გარდა ამისა, "ბარსა" მარცხენა დაცვის გაძლიერებას აპირებს - ერთ-ერთი ვარიანტი ასპილიკუეტას თანაგუნდელი მარკოს ალონსოა, თუმცა, კატალონიელთა მთავარ სამიზნეს ხოსე გაია ("ვალენსია") წარმოადგენს.

რაც შეეხება ნახევარდაცვას - წყაროს ცნობით, "ბლაუგრანამ", "მილანის" შუახაზელთან, ფრანკ კესიესთან მოლაპარაკებები გამართა. კოტ-დ'ივუარელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, მაგრამ მისი შეძენა, ფეხბურთელის მაღალი მოთხოვნების გამო, მარტივი არ იქნება. კლუბი აღნიშნულ პოზიციაზე სხვა კანდიდატებსაც განიხილავს.

როგორც ამერიკული არხი იტყობინება, ჟოან ლაპორტა ერლინგ ჰოლანდის გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებს. მან იცის, რომ ნორვეგიელის ყიდვა ურთულესი იქნება, მაგრამ ამ გამოწვევას იღებს. მიზნის ვერმიღწევის შემთხვევაში, პრეზიდენტი ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვება.

საბოლოო ჯამში, "ლურჯ-ბროწეულისფერები" დიდი თანხის დახარჯვას სწორედ ჰოლანდში აპირებენ, დაცვისა და ნახევარდაცვის გაძლიერება კი უფასოდ ან დაბალღირებული მოთამაშეებით სურთ.

ამ მომენტში "ბარსელონას" ვალი, დაახლოებით, 1.4 მილიარდს შეადგენს, მაგრამ 500-მილიონიანი სესხის აღებამ მის უფრო დიდ ვადაში გადანაწილებას ხელი შეუწყო. ამასთან, ფეხბურთელების წასვლამ, პლუს ფილიპე კოუტინიოსა და სამუელ უმტიტის ანაზღაურების შემცირებამ სახელფასო ლიმიტი საგრძნობლად გაათავისუფლა.

ESPN-ის თანახმად, კატალონიური გრანდი იმედოვნებს, რომ Spotify-სთან საბოლოო შეთანხმებას უახლოეს მომავალში მიაღწევს. ასევე, ზაფხულში გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, ეს ფაქტორები კი კლუბს ტოპ თავდამსხმელის შეძენაში დაეხმარება, რაც პრიორიტეტია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 11 თებერვალი 2022 17:29
    1
    ნუ ჩვენ ისედაც ვიცით მე მგონი რაც აქ უწერიათ, ვიცით რო ჰოლანდია მთავარი სამიზნე, ვიცით რო ფული გვიჭირს და ამიტომ მეორად ფეხბურთელებზე ვნადირობთ, იმედი გვაქვს რო ახალი სპონსორი დროზე გააფორმებს, მოკლედ ბევრი სიახლე აქ არ წერია.
    Culé [?]
    #5 11 თებერვალი 2022 10:03
    0
    ციტატა: Futbol Club Barcelona
    ------Ფატი-ჰოლანდი-Მბაპე
    ------Პედრი-დე იონგი-გავი
    დევისი-ბასტონი-არაუხო-ჰაკიმი
    ----------------ობლაკი

    ეს არის მომავალი 5 წლის დრიმ თიმი, აგერ ნახეთ თუ არა :) Სასიამოვნოა, რომ ბევრი ბარსელონელია ❤

    ნახევარი ვერც კი მოხვდება აქ ჩამოთვლილთაგან, აგერ შენ და აგერ მე ...
    Culé [?]
    #4 11 თებერვალი 2022 01:31
    0
    ციტატა: Futbol Club Barcelona
    ციტატა: JasoN
    ციტატა: Futbol Club Barcelona
    ------Ფატი-ჰოლანდი-Მბაპე
    ------Პედრი-დე იონგი-გავი
    დევისი-ბასტონი-არაუხო-ჰაკიმი
    ----------------ობლაკი

    ეს არის მომავალი 5 წლის დრიმ თიმი, აგერ ნახეთ თუ არა :) Სასიამოვნოა, რომ ბევრი ბარსელონელია ❤

    ტკბილი ძილი ჩემო მეგობარო ))

    რატომ, არ მეთანხმები? შენი დაერე აბა,საინტერესოა :)

    განა არ გეთანხმები ჩემო კარგო ძალიანაც გეთანხმები მაგრამ მაგას სიზმარშიც ვერ ავიხდენთ და მაგიტომაც დაგიწერე ტკბილი ძილი თქო ))) იმხელა ვალებში ვართ და მაგ ტრანფერების გამჩარხველებინარიან ესენი? თან ასეთი სახელფასო ჭერის გადამკიდე?
    ფანი [?]
    #3 11 თებერვალი 2022 00:05
    0
    ციტატა: Futbol Club Barcelona
    ------Ფატი-ჰოლანდი-Მბაპე
    ------Პედრი-დე იონგი-გავი
    დევისი-ბასტონი-არაუხო-ჰაკიმი
    ----------------ობლაკი

    ეს არის მომავალი 5 წლის დრიმ თიმი, აგერ ნახეთ თუ არა :) Სასიამოვნოა, რომ ბევრი ბარსელონელია ❤

    ობლაკი-დონარუმა
    ჰაკიმი-ტრენტი
    Culé [?]
    #2 10 თებერვალი 2022 22:54
    0
    ციტატა: Futbol Club Barcelona
    ------Ფატი-ჰოლანდი-Მბაპე
    ------Პედრი-დე იონგი-გავი
    დევისი-ბასტონი-არაუხო-ჰაკიმი
    ----------------ობლაკი

    ეს არის მომავალი 5 წლის დრიმ თიმი, აგერ ნახეთ თუ არა :) Სასიამოვნოა, რომ ბევრი ბარსელონელია ❤

    ტკბილი ძილი ჩემო მეგობარო ))
    Culé [?]
    #1 10 თებერვალი 2022 19:24
    1
    ეს ბარსაში მბაპე რეალში და ჰოპაააა
    კლასიკოსაც მუღამი გაუჩნდება ^_^
    ჩამოწერეს ტიპებმა ბარსა რეალი