As: მემფის დეპაი ნაპოლისთან დაბრუნდება
"ბარსელონას" ნიდერლანდელი თავდამსხმელი, მემფის დეპაი "ნაპოლისთან" შეხვედრაში დაბრუნდება, იტყობინება As-ი.
მადრიდული გამოცემის ინფორმაციით, იგი "ესპანიოლთან" თამაშისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს. მემფისი ჯგუფურ ვარჯიშებს ორშაბათს დაუბრუნდება და "ნაპოლისთან" ხუთშაბათს გასამართი მატჩის განაცხადში იქნება. მას მუხლქვეშა მყესის ტრავმა აწუხებს. მემფისმა ბოლოს 12 იანვარს ითამაშა.
მიმდინარე სეზონში იგი "ბარსელონას" საუკეთესო ბომბარდირია. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში მის ანგარიშზე 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]