ნაპოლის ინსინიეს დეპაითი შეცვლა სურს
ევროპა ლიგაზე "ბარსელონას" მეტოქე "ნაპოლი" მომდევნო სეზონიდან სერიოზული გამოწვევის წინაშე იდგება. იტალიელებს გუნდის კაპიტნისა და ლიდერის, ლორენცო ინსინიეს შეცვლა მოუწევთ.
ცნობილია, რომ 30 წლის ფეხბურთელი მომდევნო სეზონიდან MLS-ში, "ტორონტოში" ითამაშებს, "ნაპოლიმ" კი მისი შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო.
Calciomercato-ს ინფორმაციით ნეაპოლელებმა თვალი "ბარსას" ნიდერლანდელ შემტევს, მემფის დეპაის დაადგეს, რომელიც ზაფხულში "ბლაუგრანადან" წამსვლელთა სიაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით მემფისი "ბარსელონადან" წასვლას თავად შეეცდება იმ შემთხვევაში, თუ ჩავის გუნდში ძირითადი შემადგენლობის წევრი არ იქნება, რისი შანსიც საკმაოდ დიდია.
მემფის დეპაი "ბარსამ" გასულ ზაფხულში უფასოდ დაიმატა და თუ კატალონიელები მას სარფიანად გაყიდიან, ეს უეფას ფინანსური ფეარ ფლეისთვის ძალიან კარგი იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]