ჟორდი კრუიფი: ვიმედოვნებ, დემბელეს აღარ დაუსტვენენ
"ბარსელონას" პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას მრჩეველმა ჟორდი კრუიფმა "ნაპოლისთან" გამართული მატჩის შემდეგ მედიასთან ფანების მხრიდან უსმან დემბელეს მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა:
ყველა ფეხბურთელს, ვინც გუნდის მაისურს ატარებს, პირველიდან ბოლო დღემდე პატივი უნდა სცეთ. ზოგჯერ რაღაცები ისე არ ხდება, როგორც გსურს, დემბელემ კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, მაგრამ მწვრთნელი მას იყენებს და უსმანს თამაშისას მას უნდა ვუქომაგოთ.
პუბლიკის მესმის, მაგრამ ვიმედოვნებ, დემბელეს აღარ დაუსტვენენ, ასე ჩვენ 10 12-ის წინააღმდეგ ვთამაშობთ. საკუთარ ფეხბურთელებს მხარი უნდა დავუჭიროთ.
ფრანგი თავდამსხმელი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და ბურთის მიღებისთანავე ობსტრუქციის ობიექტი ხდებოდა. მიზეზი, ცხადია, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარის თქმაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]