ვალენსია-ბარსა - შემადგენლობა და პროგნოზი ქართველი გულშემატკივრების ვერსიით

ვალენსია-ბარსა - შემადგენლობა და პროგნოზი ქართველი გულშემატკივრების ვერსიით

ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.

დღევანდელ გამოკითხვაში მომხმარებლების 95%-მა უპირატესობა 4-3-3 წყობას მიანიჭა.

გულშემატკივრებმა ერთხმად აირჩიეს ტერ შტეგენი (98%) და ალბა (99%). შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 57% ფრენკი დე იონგმა მიიღო.

გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ "ვალენსიასთან" დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:

ტერ შტეგენი - დესტი, არაუხო, გარსია, ალბა - ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი - ტორესი, ობამეიანგი, ტრაორე.

რაც შეეხება პროგნოზს - მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ "ბარსელონა" ანგარიშით 2-1 მოიგებს.

თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, "ბარსელონა", მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 თებერვალი 2022 18:34
    1
    2 ფრე ზედიზედ საკმარისია, მოგების დროა, თუ არადა მე-4 ადგილი სანატრელი გაგვიხდება. რა დღეს მოესწრო ბარსა, ოთხეულში მოხვედრა საოცნებო გაუხდა.