ჩავის კომენტარი ვალენსიას დამარცხების შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "ვალენსიასთან" სტუმრად მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
- მსოფლიოში პედრიზე დიდი ტალანტი არ არსებობს. მასზე უნდა ვიზრუნოთ... ის მხოლოდ 19 წლის არის! შესაძლოა, პედრი ამ ასაკში მის პოზიციაზე საუკეთესოა.
- პირველი ტაიმი ძალიან კარგი იყო, მაგრამ მეორე ნახევარში დავიტანჯეთ. ბრწყინვალე თამაში არ იყო, მაგრამ იმ სტადიონზე, სადაც თამაში ყოველთვის რთულია, მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ.
- ვიცოდით, როგორ ვყოფილიყავთ კონკურენტულები და გავმკლავებოდით "ვალენსიას" პრესინგს.
- სივრცეები შეტევაშია საჭირო და ეს შესანიშნავად გვესმის.
- ბორდალასის გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძნელია, მაგრამ მოვიგეთ, რაც ძალიან კარგია.
- დღეს ბევრად უფრო ეფექტურები ვიყავით. ასე რომ "ნაპოლისთან" მომხდარიყო, უკეთეს შედეგზე ვისაუბრებდით. დღევანდელი შედეგი ამის თქმის საფუძველს გვაძლევს, თუმცა, ვფიქრობ, "ნაპოლისთან" უკეთ ვითამაშეთ.
- "მესტალიაზე" გამარჯვება, რა თქმა უნდა, ხუთშაბათისთვის დიდ თავდაჯერებულობას შეგვმატებს.
- არაუხოს პირადად ვთხოვე, რომ ეთამაშა, რომ გვჭირდებოდა... გარსია პირველ ტაიმში ვათამაშეთ. ფრენკისაც გარკვეული დისკომფორტი ჰქონდა... ფეხბურთელებით ძალიან კმაყოფილი ვარ.
- როტაცია აუცილებელია, რათა ფეხბურთელები ტრავმებისგან დავიცვათ.
- პედრის კარში დარტყმას ვთხოვთ. მისი მსგავსი შესაძლებლობები ძალიან ცოტას აქვს.
- VAR ასეთია: ერთ დღეს გვაზიანებს, მეორე დღეს გვარგებს...
- თითოეული ფეხბურთელი უმჯობესდება, მაგალითად, დესტი, რომელიც ჩემი მოსვლის დროს არცთუ ისე კარგ დონეზე იმყოფებოდა. ახლა ის ბევრად უკეთესია. მან ძალიან კარგად ითამაშა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 28 ]