რიკი პუჩი ბარსადან წასვლაზე თანახმაა
ანაის მარტის ინფორმაციით, რიკი პუჩი "ბარსელონადან" წასვლაზე თანახმაა.
წყაროს ცნობით, "ბარსამ" პუჩს ურჩია, ისეთი კლუბი იპოვოს, რომელიც მას მოერგება. კატალონიურ გრანდის ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა და მიაჩნიათ, რომ რიკი ამ ასაკში უფრო მეტს უნდა თამაშობდეს, მაგრამ ის გუნდში საკუთარი ადგილის მოპოვებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
ესპანელს ბევრი შემოთავაზება ჰქონდა ისეთი კლუბებისგან, როგორებიც პსვ, "პორტუ" და "ალავესი" არიან, თუმცა, მან სერჟი სამპერის, კარლეს ალენიასა და მარკ კუკურელიას მსგავსად წასვლა არ ისურვა და რონალდ კუმანის გაშვებას დაელოდა, მაგრამ პუჩისთვის სიტუაცია არ ჩავის მოსვლის შემდეგ შეიცვალა.
რიკი ამჟამად 22 წლისაა. მას "ბარსასთან" კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]