დეკუ ბარსელონას ახალი სკაუტია
Sport-ის ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკაში "ბარსელონას" ახალი სკაუტი, რომელიც ანდრე კურის შეცვლის, დეკუ გახდა.
წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა ლაპორტამ კლუბის ყოფილ ნახევარმცველს პირველი დავალება უკვე მისცა - მან სამხრეთ ამერიკაში, განსაკუთრებით კი ბრაზილიაში, 17-დან 19 წლამდე შემტევებს თვალი უნდა ადევნოს. შესაფერის მოთამაშეებს კატალონიელები "ბარსა ბ-სთვის" შეიძენენ და დააკვირდებიან.
დეკუ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში 2004-08 წლებში ასპარეზობდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]