დუშან ვლაჰოვიჩის ბარსელონაში ტრანსფერი ერიკ აბიდალმა და რონალდ კუმანმა დაბლოკეს
Sport-ის ცნობით, 2020 წლის ზაფხულში "ბარსელონას" დუშან ვლაჰოვიჩი შესთავაზეს - კლუბს შეეძლო, ახალგაზრდა შემტევი იჯარით აიყვანა, შემდეგ წელს კი 18 მილიონ ევროდ გამოესყიდა.
მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ პანდემის მიერ გამოწვეული პაუზის შემდეგ მისი პერფორმანსი ისეთი შთამბეჭდავი აღარ იყო, და თანაც, ის რონალდ კუმანის სისტემაში არ ჯდებოდა, "ბარსას" მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა სერბის ტრანსფერი დაბლოკა.
საბოლოოდ, 22 წლის თავდამსხმელი მიმდინარე წლის იანვარში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 81.6 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ფიორენტინადან" "იუვენტუსში" გადაბარგდა და ახალ კლუბშიც შესანიშნავად გამოიყურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]