ბარსელონამ გასულ ზაფხულში ატლეტიკოს ჟოაუ ფელიშის თაობაზე მიმართა

ბარსელონამ გასულ ზაფხულში ატლეტიკოს ჟოაუ ფელიშის თაობაზე მიმართა

გასულ ზაფხულში ანტუან გრიზმანი "ბარსელონადან" "ატლეტიკოში" გადაბარგდა. ამ დროს ვრცელდებოდა ცნობები, რომ "ბარსას" ტრანსფერში ჟოაუ ფელიშის ჩართვა სურდა.

მატეო მორეტოს ინფორმაციით, წინა ზაფხულში "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" მადრიდელებს ახალგაზრდა პორტუგალიელის თაობაზე მართლაც მიმართეს - მათ უნდოდათ, ჟოაუ იჯარით აეყვანათ, შემდეგ კი მისი გამოყიდვის უფლება ჰქონოდათ.

მიუხედავად ამისა, იტალიელი ჟურნალისტის თქმით, "როხიბლანკო" ყოველთვის გარკვევით მიუთითებდა, რომ ფელიში ხელშეუხებელია.

შესაბამისად, კატალონიურმა გრანდმა გრიზმანის სანაცვლოდ ჟოაუ ვერ მიიღო და სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ლუკ დე იონგი დაიმატა. ამჟამად ანტუანი "ატლეტიკოში" განათხოვრებულია, სეზონის ბოლოს კი მადრიდლეებს მისი 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება აქვთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 თებერვალი 2022 12:28
    0
    ეხლა ეს "ნიუსი" რაზე გაგახსენდათ. ჩვენ რა დაგვავიწყდა სერესოს სლეობები.
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #3 24 თებერვალი 2022 21:10
    0
    ეს მგონი გრიზმანზე უარესი იქნებოდა
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #2 24 თებერვალი 2022 17:38
    0
    ეს ნაღდად არ მინდა ბარსში, დიდი ვერაფერი როჟაა
    Jeff el
    სტუმარი [?]
    #1 24 თებერვალი 2022 17:36
    0
    დიდი ვერაფერია ჩემს თვალში 100 მილ რამ გადააყრევინათ
    ციტატა: jacky iakovenko
    ესეც ასე !!! ლიგის ფინალი პეტერბურგში არა ზმეიკიანი წაბლი !!! ღლე ხარ პუტინ!

    გაზპრომი უნდა მოსხნან პირველ რიგში სხვა სპონსორი უნდა იპოვონ