პედრი მალე ჯარიმების დარტყმას დაიწყებს

პედრი მალე ჯარიმების დარტყმას დაიწყებს

Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ნახევარმცველი, პედრი გონსალესი, ტრავმიანობის ჟამს, ფიზიკურ ასპექტებზე ბევრს მუშაობდა, თანაც ისე, რომ სისწრაფე და მოქნილობა არ დაუკარგავს. ის სავარჯიშო სესიებს როგორც პერსონალურ, ისე კლუბის მწვრთნელთან ატარებდა.

19 წლის ფეხბურთელს სახლში სპეციალური სავარჯიშო დარბაზი აქვს, სადაც დამატებით სესიებს მართავს და აპირებს, მომავალშიც ასე გააგრძელოს. 

ამავე წყაროს ცნობით, ჩავი ერნანდესმა დაინახა, რომ პედრის გოლების გატანის პოტენციალი აქვს და მას მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს უფრო ხშირად ყოფნა სთხოვა. თავის დროზე, იდენტური რჩევა ჩავიმ ფრენკ რაიკაარდისგან მიიღო.

ამასთან, პედრიმ, შესაძლოა, მალე ჯარიმების დარტყმაც დაიწყოს - ის სტანდარტულების შესრულებაზე უკვე მუშაობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 თებერვალი 2022 12:03
    0
    ისე კარგი დროა ამისთვის, ლეომ როდის დაიწყო გახსოვთ? საკმაოდ უფროსი იყო. ამან თუ ეხლავე დაიწყო ვარჯიში მომავალ სეზონში შეიძლება უკვე გვანახოს კიდეც შედეგი.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #3 25 თებერვალი 2022 21:59
    1
    დეპაი ბევრი ჯარიმა აქვს ლიონში და ნაკრებში განატანი მაგრამ აქ რაც დაარტყა ან ძაან სუსტი იყო და ან გადააცილა ყველაფერს, ფატიმაც სცადა და არ გამოუვიდა, დანისაც შეუძლია დარტყმა მაგრამ ამ ასაკში არამგონია დიდი სიძლიერის ბურთები გაუშვას, საბოლოოდ საინტერესო იქნება პედრის ჯარინები, აშკარაა რომ ფიზიკურადაც მოძლიერდა და დარტყმაზეც მუშაობს, ძლიერი დარტყმა აქვს და მჯერა მაგ ბიჭის პროგრესი ყველა ასპექტში❤💪❤
    ფანი [?]
    #2 25 თებერვალი 2022 21:27
    5
    იმედია კარგად გამოუვა❤ თორემ სტანდარტულიდანაც კარგა ხანია არ გაგვიტანია
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #1 25 თებერვალი 2022 21:19
    4
    მესის მერე ვერავინ არტყავს ჯარიმას ასე, რომ კიბატონო, დაიწყოს♥️♥️