TV3: ბუსკეტსი 2023 წელს ბარსელონას დატოვებას გეგმავს

TV3: ბუსკეტსი 2023 წელს ბარსელონას დატოვებას გეგმავს

TV3-ის ჟურნალისტის, ჩავი კამპოსის ინფორმაციით, სერხიო ბუსკეტსი "ბარსელონაში" კიდევ ერთი სეზონის გატარებას გეგმავს.

ვეტერანი ნახევარმცველი ზაფხულში 34 წლის ხდება, კატალონიურ კლუბთან მის მოქმედ კონტრაქტს კი ვადა 2023 წლის ივნისში ეწურება. წყაროს ცნობით, ბუსკეტსი ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს და "ბარსელონურ" კარიერას დაასრულებს.

სერხიოს მომდევნო კლუბად დევიდ ბექჰემის "ინტერ მაიამი" მოიაზრება - ამბიციურ ამერიკულ კლუბს ლიონელ მესისა და ლუის სუარესსაც უკავშირებენ. 

ჩავი ერნანდესის ფორმაციის "ბარსელონაში" ბუსკეტსს მნიშვნელოვანი როლი აქვს. მას მიმდინარე სეზონში მონაწილეობა თითქმის ყველა შეხვედრაში აქვს მიღებული და როგორც წესი, მოედანზე 90 წუთს ატარებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 27 თებერვალი 2022 16:52
    1
    ნაპოლისთან არ ვნახეთ? გავიდა თუ არა მოუმატეს იტალიელებმა აქტივობას ცენტრში, გოლიც ასე უაზროთ გავუშვით პრესინგი იყო ძლიერი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 26 თებერვალი 2022 18:39
    2
    რა უნდა ქნა რო...
    მესი წავიდა, იძუებულია ჩავი, რომ ვინმე ატამაშოს და ცხოვრება განაგრძოს...
    ან როდემდე შეიძლება ითამაშოს ერთმა ფეხბურთელმა?
    ფაქტი ისაა, რომ იდეალური ამ პოზიციაზე სწორედ ლა მასიას აღზრდილი აღმოჩნდა;
    ისევ ნიკოს ვფიქრობ საყრდენზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 26 თებერვალი 2022 17:53
    0
    ეს ზაფხულიდან სამენაზე უნდა გადაჯდეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #7 26 თებერვალი 2022 17:35
    2
    ამას ვერავინ შეცვლის 😔❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 26 თებერვალი 2022 14:36
    6
    ამას რომ ამას ვინმე შეცვლის ეგ დაივიწყეთ ! ასეთი ტიპის ჩამშლელი მსოფლიოში არ არსებობს და ნურც ეძებთ ტყუილად ! ამით არ მთავრდება ფეხბურთი (არც ამით დაწყებულა) ეს იყო უნიკალური აბსოლუტურად ! ყველაზე კარგად ამის ნათამაშევი ფეხბურთი დელ ბოსკემ შეაფასა აღარ გავიმეორებ ....არიან კარგი საყრდენები ოღონდ ამ ფორმაციის ბარსელონას რომელი მოერგება ყველაზე კარგად მე არ ვიცი (ჩავიმ იცის დარწმუნებული ვარ) შეიძლება ჩავიმ არავის ძებნაც არ დაიწყოს და ნიკო ან იგივე ფრენკი ათამაშოს გააჩნია ჩავი როგორ ხედავს
    [?]
    #5 26 თებერვალი 2022 13:52
    0
    ციტატა: La Pulga10
    ფრენკი ამას ვერ ჩაანაცვლებს,ვაფშე სხვანაირი ფეხბურთელია.ნიკოც არაა ბუსის პროფილის ფეხბურთელი.მართალია ფრენკიც და ნიკოც საყრდენზე თამაშობდნენ თავის დროზე,მარა ფაქტია ფრენკი უფრო ეფექტური 6-იანზე ან 8-იანზეა,წინა მატჩმაც აჩვენა ეს.ნიკოც შეტევაში ძალიან კარგია,მარგამ ამ ბიჭს მოიაზრებდნენ ლა მასიაში ბუსის შემცვლელად,ამიტომ,ვფქირობ,ნიკო ჯობია საყრდენზე.

    ფიზიკური მონაცემებით ნიკო გავს, მარა უფრო შეტევაში იყენებს ჩავი ამ სეზონში. მომავალ სეზონში უნდა დაიტესტოს საყრდენზე ფრენკიც და ნიკოც. 1 ნახევარმცველი კი ვიყიდოთ. როდრის არავინ მოგვცემს და ფაბინიოს. ამიტო რუიზი, მერინო ან ვინმე. ტიაგო დაბერდა თორე..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 თებერვალი 2022 13:22
    1
    ფრენკი ამას ვერ ჩაანაცვლებს,ვაფშე სხვანაირი ფეხბურთელია.ნიკოც არაა ბუსის პროფილის ფეხბურთელი.მართალია ფრენკიც და ნიკოც საყრდენზე თამაშობდნენ თავის დროზე,მარა ფაქტია ფრენკი უფრო ეფექტური 6-იანზე ან 8-იანზეა,წინა მატჩმაც აჩვენა ეს.ნიკოც შეტევაში ძალიან კარგია,მარგამ ამ ბიჭს მოიაზრებდნენ ლა მასიაში ბუსის შემცვლელად,ამიტომ,ვფქირობ,ნიკო ჯობია საყრდენზე.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 თებერვალი 2022 12:58
    6
    ყველაზე ჭკვიანი! ამ სათაურით არის ამაზე გადაღებული ფილმი. სადაც მის ნიჭზეა ლაპარაკი და მისი მოქმედებები მოედანზე განხილული.
    Culé [?]
    #2 26 თებერვალი 2022 12:43
    11
    მიქრის თაობა ნამდვილად ღირსეული წარმომადგენელი,კაცი ლეგენდა! მე ასეთ მოაზროვნე და ტექნიკურ ჩამშლელი არ მახსოვს, ალბათ არც არსებობდა!
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #1 26 თებერვალი 2022 12:24
    6
    ამ სეზონში უდავოდ ძირითადის წევრია, მომდევნი სეზონიდან უკვე ფრენკიმ და ნიკომ უნდა ჩაანაცვლოს ძირითადში და ცვლილებაზე გამოვიდეს ხოლმე, ან ზოგი თამაში ძირითადშიც ითამაშოს, 2023 წელს კი თუ წავა როგორც ლეგენდა ისე უნდა გავაცილოთ და წარმატებები ახალ კლუბში❤❤❤