ფილიპე კოუტინიო: ბარსელონაში თამაში ჩემი ოცნება იყო
"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო, რომელიც ამჟამად "ასტონ ვილაში" იჯარით ირიცხება, აცხადებს, რომ ერთ დროს "ბლაუგრანაში" გადმოსვლის გადაწყვეტილებას არ ნანობს.
"ბარსელონაში" გადასვლას არ ვნანობ. ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. "ბარსაში" თამაში ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნება იყო.
- ციტირებს კოუტინიოს სიტყვებს ESPN.
კოუტინიო "ბლაუგრანას" 2018 წლის იანვარში შეუერთდა. თავდაპირველად ბრაზილიელი არცთუ ისე ცუდად თამაშობდა, მაგრამ ის კატალოუნირ კლუბში ბოლომდე მაინც ვერ გაიხსნა, რის გამოც 2019 წლის ზაფხულში "ბაიერნში" გაანათხოვერს. ფილიპე ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა, მან "ბარსაში" ფეხის მოკიდება ისევ ვერ შეძლო. მიმდინარე წლის იანვარში კოუტინიომ სეზონის ბოლომდე იჯარით "ასტონ ვილას" მიაშურა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]