დანი ალვესი ლა ლიგაში 250-ე მატჩს ჩაატარებს
დღეს, ლა ლიგის 26-ე ტურში კატალონიის "ბარსელონა" "ბილბაოს" უმასპინძლებს. შეხვედრა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს დანი ალვესისათვის, რომლისთვისაც ეს ლა ლიგაში ჩატარებული რიგით 250-ე მატჩი იქნება.
საქმე ისაა, რომ ბრაზილიელი კლუბის ისტორიაში 24-ე ფეხბურთელი გახდება, რომელმაც მსგავსი შედეგის დაფიქსირება მოახერხა.
ამას გარდა, ლეგენდარულ დანის "ბლაუგრანას" მაისურში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 400 მატჩს მხოლოდ 4 შეხვედრა აშორებს.
Mundo Deportivo-სა და Sport-ის ვერსიებით, დღეს ჩავი ერნანდესი ალვესს სასტარტო შემადგენლობაში დააყენებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]