"Wembley" ვბრუნდებით !!!

"Wembley" ვბრუნდებით !!!

კატალონიის "ბარსელონამ" უკვე მეშვიდედ შეძლო და გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ზუსტად 19 წლის წინ, იოჰან კრუიფის გუნდმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა "უემბლიზე". დღეს კატალონიელმა ფეხბურთელება მოახერხეს და იასპარეზებენ ამ შესანიშნავ სტადიონზე, ინგლისში.

 

1961 წელი–ბერნი, 1986 წელი–სევილია, 1992 წელი–ლონდონი, 1994 წელი–ათენი, 2006 წელი–პარიზი, 2009 წელი–რომი და ახლა კვლავ ლონდონში... კატალონიელებმა მადრიდელები ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხეს და 2 წლის შემდეგ კვლავ იასპარეზებენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. "ბარსელონა" პირველად ითამაშებს იმ ქალაქში, სადაც ერთხელ უკვე აიღო თასი. "Wembley" ვბრუნდებით !!!

 

5 გამარჯვება "უემბლიზე"

 

დღევანდელი "უემბლი" ძალიან განსხვავდება 1992 წლის "უემბლისგან", როდესაც "ბარსამ" იზეიმა გამარჯვება. 2002 წელს დაიწყო ამ დიდებული სტადიონის რემონდი და 2007 წელს იგი ოფიციალურად მასპინძლობდა ჩემპიონთა ლიგის თამაშებს. ამ მოედანზე მოგებული აქვს ისეთი გუნდებს, როგორებიც არიან: "მილანი", "აიაქსი", "მანჩესტერი", "ლივერპული" და "ბარსელონა".

 

3 მოგება, 3 წაგება

 

28 მაისის ფინალში "ბარსელონა" მეშვიდედ იასპარეზებს ამ ტურინირის ბოლო ეტაპზე. შეგახსენებთ, რომ წინა ექვსი თამაშიდან, 3 მოიგეს კატალონიელებმა, 3 კი წააგეს. პრიველი ორი ფინალი ბერნსა და სევილიაში, წარუმატებელი გამოდგა. ერთხელ "ბენფიკამ" დაგვამარცხა, ხოლო მეორედ ბუქარესტის "სტეუამ". მესამე ფინალი გიამართა "უემბლიზე", სადაც "ბარსელონამ" პირველად იზეიმა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვება. ორი წლის შემდეგ, "ბარსამ" ისევ წააგო ათენში, "მილანის" წინააღმდეგ. 2006–ში პარიზში და 2009–ში რომში კი გუნდმა წარმატებებს მიაღწია.

 

21 საუკუნის საუკეთესო გუნდი?

 

"ბარსელონამ" 13–ჯერ იასპარეზა ნახევარფინალში და აქედან 7–ჯერ წარმატებას მიაღწია. იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები მეოთხედ აწევენ თასს, ისინი გადაასწრებენ ისეთ გრანდებს, რომლებიც არიან: მიუნხენის "ბაიერნი" და "აიაქსი". მხოლდო 3 გუნდს აქვს 4–ზე მეტჯერ ეს ტიტული მოგებული: მადრიდის "რეალი"(9), "მილანი"(7) და "ლივერპული"(5). თუ "ბარსელონა" მოიგებს ფინალს, ისინი გახდებიან პირველები, ვინც მოახერხა და 21–ე საუკუნეში მესამედ აიღო ჩემპიონთა ლიგის თასი.

 

"Wembley" ჩვენ ვბრუნდებით ! 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.