ოფიციალურად: ბარსელონამ ესპანელი ამომავალი ვარსკვლავი იყიდა
ინფორმაცია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა, რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა - ესპანელი ამომავალი ვარსკვლავი პაბლო ტორო "ბარსელონაში" ითამაშებს.
"ბლაუგრანას" ოფიციალური ვებსაიტის ინფორმაციით კატალონიურ კლუბსა და "რასინგს" შორის შეთანხმება შედგა. "ბლაუგრანა" 5 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა ბონუსებიანად სატრანსფერო თანხამ, შესაძლოა, 20 მილიონს გადააჭარბოს. ეს გარიგება პედრის ტრანსფერის ჰგავს.
18 წლის შემტევი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონს "რასინგში" ჩაამთავრებს, "ბარსას" კი 30 ივნისს შეურთდება. ის "ბარსა ბ-ში" ითამაშებს, თუმცა ცნობილია, რომ პირველ გუნდშიც დიდ დროს გაატარებს. ფეხბურთელს კატალონიელებთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევრო იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, პაბლო ტორემ "რასინგის" პირველ გუნდში უკვე 48 თამაშის ჩატარება მოასწრო. მის აქტივში 10 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.
ცნობილია, რომ ახალგაზრდა ტალანტის შეძენით მადრიდის "რეალიც" იყო დაინტერესებული, მაგრამ კატალონიელებმა კონკურენტს აჯობეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]