ჩაბი ალონსო: "კვლავ რეფერი..."

ჩაბი ალონსო: "კვლავ რეფერი..."

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, ჩაბი ალოსნო, ძალიან უკმაყოფილო იყო მსაჯით და თვლის, რომ იგუაინის გოლი ყველანაირი წესის დაცვით იყო გატანილი. მან გააკრიტიკა მთავარი არბიტრი. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".

 

"იგუაინის გოლი რომ ჩათვლილიყო, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა. ძალაინ ცუდია, რომ ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატებში, ელემენტარულ შეცდომებს უშვებენ მსაჯები, რომელსაც გუნდისთვის ზიანი მოაქვს. აღსანიშნავია, რომ ეს ყოველთვის ჩვენი ოპონენტის სასიკეთოდ ხდება. იგუაინმა გოლი გაიტანა ყველანაირი წესის დაცვით და თან მხოლოდ სამი წუთი იყო მეორე ტაიმის დაწყებიდან გასული. ჩვენ თითქმის მთელი მეორე ტაიმი მოგვიწევდა ერთი გოლისთვის ბრძოლა, მაგრამ მსაჯის ამ არასწორ გადაწყვეტილებას მოჰყვა პედროს გოლი, რის გამოც გამოვეთიშეთ ჩემპიონთა ლიგას". დაასრულა ჩაბი ალონსომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.