"ინტერს” გვარდიოლა სურს

"ინტერს” გვარდიოლა სურს

იტალიური ყოველდღიური სპორტული გამოცემა "La Gazzetta dello Sport” ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მასიმო მორატი დაინტერესებულია, მომდევნო სეზონში თავის კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პეპ გვარდიოლა იხილოს. იტალიელები მიიჩნევენ, რომ კატალონიელთა მწვრთნელმა არაერთხელ გამოთქვა მოსაზრება კლუბის შეცვლასთან დაკავშირებით. ”ბარსელონას” მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვება, შესაძლებელია, რომ გვარდიოლასთვის კლუბიდან წასვლისთვის დამატებითი სტიმული გახდეს.

Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტები მიიჩნევებ, რომ ”ინტერში” ინტეგრაციაში პეპს კამერუნელი სამუელ ეტო’ო დაეხმარება. ”მართალია, ბევრი მიიჩნევს, რომ 2009 წლის ზაფხულში განხორციელებული ტრანსფერის გამო გვარდიოლასა და ეტო’ოს შორის მტრული დამოკიდებულებაა, მაგრამ სინამდვილეში მათი მეგობრობა ყველანაირ ეჭვს აქარწყლებს”. პეპის იტალიაში გადაბარგებას შესაძლებელია ხელი რობერტო ბაჯომაც შეუწყოს.

იტალიური სპორტული გამოცემის მიხედვით, გვარდიოლასთან კონტრაქტის გაფორმება მიმდინარე წლის ივნისის თვეშია მოსალოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ გვარდიოლას ”ბარსელონასთან” კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებს, პირობების მიხედვით შესაძლებელია ხელშეკრულების გაწყვეტა.

ზემოთ ხსენებულ მიზეზებს, როსელის ფაქტორიც ემატება. იტალიური პრესის ინფორმაციით კლუბის პრეზიდენტსა და მწვრთნელს შორის საკმაოდ ცივი დამოკიდებულებაა.

და ბოლოს, ლუის სუარესმა (გვარდიოლას ახლო მეგობარი) რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ მორატი გვარდიოლას იხმობს, ეს უკანასკნელი შემოთავაზებაზე უარს ვერ იტყვის.



  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.