ელ კლასიკო: დესტი არ ითამაშებს, პიკე საეჭვოა | AS

ელ კლასიკო: დესტი არ ითამაშებს, პიკე საეჭვოა | AS

კვირას გასამართ "ელ კლასიკოში" "ბარსელონა" სერჟინიო დესტის გარეშე იქნება, ჟერარ პიკეს თამაში კი საეჭვოა. ამ ინფორმაციას AS-ის "ბარსელონაზე" მომუშავე ჟურნალისტი ხავი მიგელი ავრცელებს.

"გალათასარაისთან" დღეს გამართულ შეხვედრაში "ბარსელონას" ამერიკელმა მარჯვენა მცველმა ტრავმა მიიღო და ერთი შეხედვითაც აშკარა იყო, რომ მისი დაზიანება მარტივი არ იქნებოდა. თუ დესტის ტრავმა ხანგრძლივი არ იქნება, "კლასიკოში" მის არყოფნას დიდი დანაკლისი არ ეთქმის, რადგან "რეალთან" მატჩში დაცვის მარჯვენა ფლანგზე ისედაც დანი ალვესი მოიაზრებოდა.

ხავი მიგელის ცნობით შეხვედრა დისკომფორტით დაასრულა ჟერარ პიკემაც, რომლის კვირას "რეალის" წინააღმდეგ თამაშიც საეჭვოა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 18 მარტი 2022 12:25
    0
    პიკეს გარეშე ძნელი იქნება, დაცვაში თამაშის გარდა გუნდის მოტივატორიცაა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 მარტი 2022 01:32
    2
    პიკე სერიოზული დანაკლისია რამე უნდა მოუხერხონ ექიმებმა თუნდაც ტაიმი გაქაჩოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 18 მარტი 2022 01:04
    4
    ცუდა იმედია პიკე იქნება დესტი დაგვაკლდება ბებერ ალვეშს გაუჭირდება ვინისიუსთან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #3 18 მარტი 2022 00:49
    5
    დესტი კარგ ფორმაშია და სამწუხაროა მაგისი ტრამვა, აი პიკე კი აუცილებლად უნდა გვყავდეს კლასიკოში თორე გარსიას იმედზე ვრჩებით🥶
    VanillaSoul
    სტუმარი [?]
    #2 18 მარტი 2022 00:40
    5
    აუუუ პიკეს რაღა ეტაკა. ძალიან საჭიროა პიკე, უეჭველი უნდა იყოს კლასიკოში.
    ფანი [?]
    #1 18 მარტი 2022 00:39
    5
    Ცუდი ამბებია, პიკე ისეთ ფორმაშია ნამდვილად დაგვაკლდება ვიმედოვნებ იქნება, გარსიას მარტივად დაჩაგრავენ სისტრაფეზე მითუმეტეს როცა გუნდი პრესინგს ითამაშებს. Ერთი გაგდება გარსიას ფლანგზე და სახიფათო შეტევები წამოვა, ალბამ არამგონია სულ ჩამოსვლა მოახერხოს.