ჩავი ერნანდესი გალათასარაის დამარცხების შემდეგ

ჩავი ერნანდესი გალათასარაის დამარცხების შემდეგ

ჩავი ერნანდესი "გალათასარაის" დამარცხებისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრობს:

"გალათასარაიმ" თავი კარგად დაიცვა, გამარჯვება დიდი ძალისხმევის წყალობით მოვიპოვეთ. ფეხბურთელებს ვულოცავ, რადგან მათ აჩვენეს, როგორ და როდის უნდა შეუტიონ. საკუთარი მუშაობით ბედნიერები ვართ. რთული მატჩი მოვიგეთ.

ვფიქრობ, ბევრი შანსი გვქონდა იმისთვის, რომ თამაშში ინტრიგა ნაადრევად მოგვეკლა.

ტურნირის ფავორიტები ვართ? შანსი გვაქვს. მეტოქეებს კარგად არ ვიცნობთ და ევროპა ლიგაზე თამაშის გამოცდილება არ გაგვაჩნია, მაგრამ ასე უნდა გავაგრძელოთ. დღეს წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით.

პიკეს მითხრა, რომ დისკომფორტი ჰქონდა და გადაადგილების დროს ტკივილი აწუხებდა. ის სწორედ ამიტომ შევცვალე.

პედრის გოლი ბრწყინვალე იყო. მას ეს და კიდევ ბევრი რამ შეუძლია. და ეს ყველაფერი 19 წლის ასაკში. გონსალესმა თავისი ხასიათი აჩვენა, რაც მას განსაკუთრებულს ხდის.

პედრის დირბლინგი ვნახე, მაგრამ ეს განმეორებითაც უნდა გავაკეთო. ამ ბიჭის გაწვრთნა დიდი პატივი.

კარგ ფორმაში ვართ. დიდი ხანია, არ წაგვიგია. მაგრამ, ახლა თამაში "ბერნაბეუზე" გვიწევს და ვიცით, ეს რა რთულია. თუმცა, მადრიდში კარგი მატჩის ჩასატარებლად მივდივართ.

დღეს პირველ მატჩზე ბევრად უკეთესად ვითამაშეთ, მოთმინება და ხასიათი გამოვავლინეთ. უპირატესობა ორივე შეხვედრაში გვქონდა და მეოთხედფინალში სამართლიანად გავედით.

ბურთთან ერთად მოქმედებისას მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. მისი ყოველი დაკარგვა მტკენს. კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ მეტი შეგვიძლია. 

პიკეს დისკომფორტი ახალი არაა, ეს ადრეც აწუხებდა. მიუხედავად ამისა, მოედანზე გასვლა სურს. ჟერარი ძალიან გვეხმარება.

შემთხვევითი არაა, რომ ქამბექი ხშირად გვიწევს - ეს იმის ნიშანია, რომ საკუთარი თავის გვჯერა და, თუ ერთად ვართ, ყველაფერი შეგვიძლია. დღეს სიმშვიდე და ხასიათი ვაჩვენეთ, რასაც მატჩი მოითხოვდა.

დესტს მყესის პრობლემა აქვს. ვიმედოვნებთ, პიკეს მსგავსად, სერიოზული მასაც არაფერი სჭირს.

ცენტრალური მცველები შესანიშნავად გამოიყურებოდნენ... ეს თამაში მოთმინებას საჭიროებდა და ასეც გავაკეთეთ. სეზონის მიმდინარეობისთვის ეს მოგება ძალიან მნიშვნელოვანია.

დღევანდელი გამარჯვება ჩვენი პროექტის გარდამტეხი მომენტია.

პედრი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მისი ყურება კი ყველას დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

პედრიმ მესისა და ინიესტას სტილში გაიტანა? მისი სხვებთან შედარება არ მომწონს. პედრი პედრია და მორჩა. მას ასეთი გოლების გატანა შეუძლია, რაც გასაოცარია. 

"რეალთან" მატჩი კარგ დროს გვიწევს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.

შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ კარგად ვთამაშობდით. მათ ბევრი ინსტრუქცია არ სჭირდებოდათ, გარდა მეტოქის თავისუფალი მოთამაშეების აყვანის და შემდეგ ეტაპზე გასვლის რწმენისა.

ვიცოდით, რომ მარტივი არაფერი იქნებოდა.

არ ვიცი, ბურთი რამდენ ხანს გვეჭირა, მაგრამ, უმეტეს დროს მეტოქის ნახევარზე ვატარებდით.

კონკურენტუნარიანი და მშვიდი ადამიანი ვარ. მშვიდად ყოფნა მიყვარს... მაგრამ, ზოგჯერ ეს შეუძლებელია.

ასეთ მოედანზე, ასეთი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ბრძოლა შესანიშნავი იყო. ფეხბურთელების გამო ძალიან ბედნიერი ვარ.

რა თქმა უნდა, მათი გოლი არასასიამოვნო იყო, მაგრამ, ვიცოდით, როგორ შეგვეტია, რაც ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა.

გარკვეულ ტაქტიკურ ასპექტებში უნდა განვვითარდეთ.

კარგად ვითამაშეთ და შანსები შევქმენით. თამაშის ორგანიზება და თავისუფალი ფეხბურთელების მოძებნა გვმართებდა.

"ელჩესთან" მატჩის მსგავსად, პრობლემები დღესაც გვქონდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენს მიდგომას არ ვკარგავთ. ჩვენი სტილის გვჯერა, შეტევა და დაცვა შესანიშნავი იყო.

დიახ, ტურნირის ფავორიტები ვართ, მაგრამ "სევილია" ძლიერი კანდიდატია.

დღეს სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ცხოვრებაში მინახავს. ეს გარემო, ერთდროულად, მკაცრი და საოცარი იყო. მატჩის გართულების შემდეგ ის კიდევ უფრო გაძლიერდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 18 მარტი 2022 12:22
    0
    რაის სევილია, მოისროლა ეგენი ვესტ ჰემმა.
    ისევე როგორც თბილისის დინამომ მოისროლა ეგ ვესტ ჰემი ამავე გათამაშებიდან 1981 წელს.
    Culé [?]
    #13 18 მარტი 2022 08:26
    4
    ჩავი ჩავი ჩავი ეს სახელი ისტორიაში ჩაიწერა როგორც ფეხბურთელი ოქროს ასოებით და იწერება როგორც მწვრთნელი მიდი მაესტრო ბოლომდე..
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #12 18 მარტი 2022 08:17
    5
    საოცარი ხარ მაესტრო, გუნდმა იცის შეტევა, გაშვებული ბურთის შემდეგ უფრო კარგად თამაშობენ, რავი, აბსოლუტურად ყველა თამაშის მოგებას ვიმსახურებდით, რაც მოვიგეთ და რაც ფრედ დამთავრდა, ყველა. ეს მხოლოდ ჩავის დამსახურებაა ♥️♥️
    ფანი [?]
    #11 18 მარტი 2022 02:35
    0
    ციტატა: Albicelecte
    სევილია მარცხდება და მგონი მთავარიფავორიტი ეთიშება ტურნირს;
    სუპერთასის ფინალში ვხედავ უკვე დამარცხებულ ბაიერნს.... barca-6

    Jer jer adrea
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 18 მარტი 2022 02:31
    0
    სევილია მარცხდება და მგონი მთავარიფავორიტი ეთიშება ტურნირს;
    სუპერთასის ფინალში ვხედავ უკვე დამარცხებულ ბაიერნს.... barca-6
    Culé [?]
    #9 18 მარტი 2022 01:45
    2
    გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა დაუბრუნოს გუნდს. მთელი ეს წლები რეალი რითიც გვჯობნიდა გარდა შემადგენლობისა ისაა რომ არასოდეს ნებდებიან. კი უმართლებთ კიდეც მარა თვითონაც ბოლომდე იბრძვიან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 18 მარტი 2022 01:40
    3
    მადლობა მაესტრო კიდევ ერთხელ ! ამ რესურსით თან :)))) (დაცვა/შეტევა)
    Culé [?]
    #7 18 მარტი 2022 01:38
    4
    ყველაფერი რასაც ჩავი ამბობს სრული სიმართლეა და კომენტარს არ საჭიროებს. ყოჩაღ ბიჩებო!!!!
    ყველას გილოცავთ ბრწყინვალე გამარჯვებას!!!!

    აბა ვინ არის რიგში შემდეგი..... შემოვიდეს........ smile smile
    ფანი [?]
    #6 18 მარტი 2022 01:35
    4
    Ძველ თამაშებში მუდამ მეტოქე გვიტევდა ბოლო წუთებში და ბევრ ქულასაც ვკარგავდით მასე, ამჯერად სულ სხვა სურათი გვაქვს, ბარსას აუღელვებლად მიყავს თამაში, რაც ძალიან მახარებს კიდევ ვიტყვი მომენტების რეალიზაციაა საჭირო, აუცილებლად ბერნაბეუზე გასატანი უნდა გავიტანოთ, მაესტრომ ყველაფერი შეცვალა უკეთესობისკენ ❤️
    gecheche
    სტუმარი [?]
    #5 18 მარტი 2022 01:23
    2
    La Pulga10,
    ვინმემ თქვა ჩავიზე დაბალი დონისააო?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 18 მარტი 2022 01:22
    6
    ამ კაცს დაუძახო დაბალი დონის სპეციალისტი და ამ ბარსაში ისევ კუმანის ბარსას ხედავდე,ნუ რავიცი ფეხბურთს უნდა უყურებდე მიკროტალღურ ღუმელში ალბათ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    VanillaSoul
    სტუმარი [?]
    #3 18 მარტი 2022 01:07
    3
    ამ კაცს ერთი მაღალი დონის ცენტრალური მცველი, კარგი ფლანგის მცველები, მაღალი დონის მარჯვენა ვინგერი და მაღალი დონის ცენტრფორვარდი რომ ყავდეს წარმომიდგენია რას ათამაშებდა საერთოდ გუნდს. რათქმაუნდა ობამეიანგიც მაღალი დონის ცენტრფორვარდია, მაგრამ ის აღარაა რაც ადრე იყო.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #2 18 მარტი 2022 01:03
    2
    პირველ ტაიმში გაგვიჭირდა მაგრამ მეორე ტაიმში ბევრად უკეთესი გუნდი გამოვიდა, ისე საბოლოოდ კი გავედით მაგრამ პირვეკ თამაშში რომ დაგვემთავრებინა ყველაფერი კარგი იქნებოდა, მაგრამ გაგვაწამეს ფანებმა
    Culé [?]
    #1 18 მარტი 2022 01:02
    18
    ყველაზე მეტად ჩავის ბარსაში ის მომწონს, რომ გოლის გაშვების შემდეგ არ იჯვავენ და უტევენ, თან გააზრებულად და შედეგიც მოაქვს. ტვინია რას ეს კაცი. ფერგიუსონივით დიდი ისტორია უნდა დაწეროს ბარსაში აწ უკვე მწვრთნელის რანგში, მე მჯერა რომ უკეთესსაც კი დადებს თუ აცადეს. მაესტრო ❤️
    --------------------
    NJR ❤