ევროპა ლიგის 1/4 ფინალში ბარსელონას მეტოქე ცნობილია
გუშინ ევროპა ლიგის მერვედფინალში "ბარსელონამ" "გალათასარაი" სტუმრად 2-1 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
ახლახან 1/4 ფინალის წილისყრა გაიმართა, სადაც კატალონიური კლუბის მეტოქე გაირკვა.
"ბარსელონა" ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება.
პირველი შეხვედრა 7 აპრილს "დოიჩე ბანკ პარკზე" გაიმართება, განმეორებით მატჩს კი 14 აპრილს "კამპ ნოუ" უმასპინძლებს.
დანარჩენი წყვილები ასე გამოიყურება:
- "ლაიფციგი" - "ატალანტა"
- "ვესტ ჰემი" - "ლიონი"
- "ბრაგა" - "რეინჯერსი"
1/2 ფინალში გასვლის შემთხვევაში, "ბლაუგრანა" "ვესტ ჰემისა" და "ლიონის" წყვილიდან გამარჯვებულს შეხვდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 25 ]