ბარსას სავარაუდო შემადგენლობა რეალის წინააღმდეგ
ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე "ბარსელონა" "რეალს" დაუპირისპირდება.
AS-ის ჟურნალისტის ხავი მიგელის მოსაზრებით, მოსალოდნელია, რომ ხვალინდელ მატჩს დანი ალვესი, რონალდ არაუხო და უსმან დემბელე ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებენ.
სრული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
4-3-3 | ტერ შტეგენი - ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა - ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი - დემბელე, ობამეიანგი, ტორესი
აღსანიშნავია, რომ Mundo Deportivo-ს ვერსიით, ხვალ მარცხენა ფლანგზე, ცრუ გარემარბად გავის ვიხილავთ.
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 წარმოგიდგენთ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]