Mundo Deportivo და Sport დღევანდელ ელ კლასიკოზე

Mundo Deportivo და Sport დღევანდელ ელ კლასიკოზე

კატალონიური გამოცემები Mundo Deportivo და Sport დღეს გასამართ "ელ კლასიკოს" ეხმაურებიან.

Mundo Deportivo

ბოლო გამარჯვება

"ბარსელონამ" "რეალი" ბოლოს 2019 წელს დაამარცა - 1-0 მოგებულ მატჩში ერთადერთი გოლი ივან რაკიტიჩმა გაიტანა.

ამის შემდეგ, "ელ კლასიკოში" "ბარსას" ანგარიშზე 1 ფრე და 5 მარცხია.

ჩავი ერნანდესი "ელ კლასიკოში" მწვრთნელის რანგში პირველ გამარჯვებას შეეცდება.

შემადგენლობის საშუალო ასაკი

"ბარსელონას" შემადგენლობის საშუალო ასაკი (25.3 წელი) "რეალზე" 2 წლით (27.3) ნაკლებია. კატალონიელთა შემადგენლობაში ბევრ ახალგაზრდას ვხედავთ.

ამაზე ახალგაზრდა შემადგენლობა მხოლოდ "ვალენსიასა" (24.6) და "რეალ სოსიედადს" (25.1) ჰყავთ. 

დებიუტანტები ბერნაბეუზე

"ბლაუგრანაში" ბევრი ფეხბურთელია ისეთი, რომელსაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" არასდროს უთამაშია - პედრი, არაუხო, ტორესი, გავი, ნიკო, დეპაი, პუჩი, ტრაორე, გარსია და მინგესა.

ობამეიანგის აქტივში, მადრიდული კლუბის წინააღმდეგ, ამ სტადიონზე 2 წაგება და 1 ფრეა. გაბონელმა "რეალის" კარში 3 გოლი გაიტანა. "ბარსას" მაისურით "ბერნაბეუზე" ისიც პირველად ითამაშებს.

შეხვედრა ხელმძღვანელებს შორის

"ბარსელონასა" და "რეალის" ხელმძღვანელები "ბერნაბეუდან" 2 კილომეტრში მდებარე რესტორან "ზალაკაინში" ისადილებენ. ამასთან, აღნიშნული რესტორანი ძალიან ახლოსაა იმ ადგილთან, სადაც ჟოან ლაპორტას საარჩევნო ბანერი ჰქონდა.

შეხვედრის მთავარი თემა CVC-სთან პოტენციური შეთანხმება იქნება. 

ობამეიანგი

ქარიმ ბენზემას შემდეგ, მატჩში საშუალოდ გატანილი გოლებით პიერ-ემერიკი ლა ლიგაში საუკეთესოა. პრიმერა დივიზიონის ეგიდით ჩატარებულ 6 მატჩში მის ანგარიშზე 5 გოლია. 

"ბარსას" ამჟამინდელ შემტევს "ბერნაბეუზე" 3 გოლი გაუტანია, მაგრამ არასდროს მოუგია. 

Sport

🇧🇪 კურტუა 🆚️ ტერ შტეგენი 🇩🇪

ბელგიელი მიმდინარე სეზონში საუკეთესო მეკარეებს შორისაა და სეივების 78%-იანი მაჩვენებელი აქვს. 

რაც შეეხება ტერ შტეგენს - გერმანელი საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არაა. მისი სეივების მაჩვენებელი 63%-მდე დაეცა, თუმცა, დღეს ის ბევრი რამის დამტკიცებას შეეცდება. 

ძველი გვარდია

"ბარსას" ვეტერანები - ბუსკეტსი, პიკე და ალბა "ელ კლასიკოსთვის" მზად არიან.

ჯამში მათ "ბარსელონაში" 1686 მატჩი აქვთ ჩატარებული, კონკრეტულად "რეალის" წინააღმდეგ კი - 107.

ისინი შესანიშნავ ფორმაში არიან და ჩავის გუნდის უმნიშვნელოვანეს წევრებად მოიაზრებიან. ძველმა გვარდიამ ყველანაირი ეჭვი გააქრო.

ჩავის პირველი არჩევანი ნახევარდაცვაში 

მიუხედავად იმისა, რომ ნიკო სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი არაა, ის ჩავისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერნანდესის მოსვლის შემდეგ მან მონაწილეობა 22 მატჩში მიიღო, უკეთესი შედეგი კი მხოლოდ ბუსკეტსსა და ტერ შტეგენს (ორივე მათგანს 23) აქვთ. 

ნახევარდაცვაში ჩავის ფავორიტი ტრიო დე იონგი-ბუსკეტსი-პედრია. მათ შემდეგ გავი და ნიკო მოდიან, რომელბსაც მწვრთნელი ძირითადი შემადგენლობის წევრების დასვენების ან ტაქტიკური ცვლილებების დროს იყენებს.

ბოლო არჩევანს რიკი პუჩი წარმოადგენს.

სავარაუდო XI

გთავაზობთ, ორივე გამოცემის ვერსიით, "ბარსას" სავარაუდო შემადგენლობის გრაფიკულ გამოსახულებას:

დამატებითი ინფორმაცია

ელ კლასიკოში ჩატარებული მატჩები

ბუსკეტსი "რეალის" წინააღმდეგ 43-ედ ითამაშებს და "ელ კლასიკოში" ჩატარებული მატჩებით მე-3 ადგილზე გადავა. ამაზე უკეთესი მაჩვენებელი ლეო მესისა და სერხიო რამოსს (ორივე მათგანს 45) აქვთ. 

ჟერარ პიკესთვის ეს "კლასიკო" მე-40 იქნება. ამ მხრივ, ის მე-7 პოზიციაზეა.

დანი ალვესისა და ლეო მესის სტატისტიკა 

დანი ალვესმა კარიერის განმავლობაში "რეალის" წინააღმდეგ ჯამში 46-ჯერ ითამაშა, ყველაზე მეტჯერ - "ბარსას" რიგებში ასპარეზობისას. ბრაზილიელს მადრიდელთა წინააღმდეგ ყველაზე მეტი მოგება აქვს - მან "ბლანკოსი" 22-ჯერ დაამარცხა. 

ლეო მესიმ "რეალთან" 47-ჯერ ითამაშა და 20 გამარჯვება მოიპოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 20 მარტი 2022 20:26
    0
    დღეს რეალი გადაიკუზება , მადრიდში ბიჭები დავაჟკაცდებიან დრეს :)
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #2 20 მარტი 2022 17:52
    3
    ციტატა: Giovanni
    გავი ძირითადში საშიშია რეალთან, გადაეკეტება და 10 კაცით დავრჩებით🤣

    ციტატა: Giovanni
    გავი ძირითადში საშიშია რეალთან, გადაეკეტება და 10 კაცით დავრჩებით🤣

    იცინე და მართლა საშიშია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 მარტი 2022 16:52
    1
    "ბლაუგრანაში" ბევრი ფეხბურთელია ისეთი, რომელსაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" არასდროს უთამაშია - პედრი, არაუხო, ტორესი, გავი, ნიკო, დეპაი, პუჩი, ტრაორე, გარსია და მინგესა.
    იმედია კარგად დაცდიან და მოიგებენ.