ბარსელონა დანი ოლმოს 2023 წელს დაბრუნებას შეეცდება
"ბარსელონამ" გადაწყვიტა, კლუბის აღზრდილი ესპანელი შემტევი დანი ოლმო დაიბრუნოს, მაგრამ არა ახლა, არამედ 2023 წელს. ამ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ხავი მიგელი ავრცელებს.
დანი ოლმოს "ბარსელონას" არაერთხელ უკავშირებდნენ. ფერან ტორესის ტრანსფერის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსა" ოლმოს დაბრუნებისთვის აღარ იბრძოლებდა, თუმცა როგორც ჩანს სიტუაცია იცვლება. ხავი მიგელის ცნობით კატალონიელები "ლა მასიას" აღზრდილი შემტევისთვის 2023 წელს იბრძოლებენ. ოლმოსა და "ლაიფციგს" შორის კონტრაქტს ვადა 2024 წელს გასდის, ცნობილია, რომ ფეხბურთელს "ბარსაში" დაბრუნება უნდა და დიდი ალბათობით გერმანელები იძულებულები იქნებიან, ფეხბურთელს 2023 წელს იაფად შეელიონ.
ასევე ხავი მიგელის ცნობით ჩავი 23 წლის ფეხბურთელს მისი პროექტისთვის მნიშვნელოვან წევრად მიიჩნევს.
დანი ოლმო "ბარსელონას" აკადემიაში 2007-2014 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც ზაგრების "დინამოს" მიაშურა, 2020 წელს კი ის "ლაიფციგში" გადავიდა. Transfermarkt ახალგაზრდა ფეხბურთელს 45 მილიონ ევროდ აფასებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]